x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139079
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
ჩაცმის სტილი და ზოდიაქოს ნიშნები

image



ცეცხლის სტიქია


ვერძი - ზოდიაქოს ეს ნიშანი შემოსვის არაორდინარული სტილით გამოირჩევა და დახვეწილ ტანსაცმელსა და აქსესუარებს ანიჭებს უპირატესობას. მანდილოსნები უფრო ღია ფერის კაბებს ირჩევენ, მამაკაცები კი - ისეთ პიჯაკსა და ფეხსაცმელს, რომელიც მათ ამბიციებს უფრო წარმოაჩენს. თუმცა არც სპორტულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ამბობენ უარს.

ლომი - ისევე, როგორც ვერძი და მშვილდოსანი, ლომიც ცეცხლის სტიქიის ნიშანია, თუმცა ჩაცმის სტილი უფრო დახვეწილი აქვს. ლომის მმართველი პლანეტა მზეა, ამიტომ, მის სამოსში ოქროსფერი ჭარბობს. უყვარს ტყავის ტანსაცმელი და აქსესუარები (ოქროთი და ძვირფასი ქვებით გაწყობილი).

უნდა ითქვას, რომ ეს ნიშანი უფრო მეტ ყურადღებას სამარკო ნიშანსა და ფასს აქცევს, ვიდრე ფორმასა და ფერებს, მისი აზრით, პიჯაკი, რომელიც ძვირი ღირს, ხარისხიანიც იქნება.

მშვილდოსანი - მიუხედავად იმისა, რომ ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს აქვთ საშუალება კარგად შეიმოსონ, დახვეწილი გემოვნებით მაინცდამაინც ვერ გამოირჩევიან. საერთოდ კი, მშვილდსონები უფრო ჩაცმის სპორტულ სტილს ამჯობინებენ და ჯინსში უფრო თავისუფლად გრძნობენ თავს, ვიდრე პიერ კარდენის კოსტიუმში. მშვილდოსნები უფრო კლასიკურ ფერებს ამჯობინებენ - თეთრს, შავს, მუქ ლურჯს და მეწამულს.

მიწის სტიქია


კურო - მიწის სტიქიის ეს ნიშანი სასწორსა და ლომთან ერთად დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა. კუროს ხომ პლანეტა ვენერა მართავს - ხელოვნების, სილამაზისა და ესთეტიკის პლანეტა. ამ ნიშნით დაბადებულ მანდილოსნებს ბევრი აქსესუარი არ უყვართ და ცდილობენ, ჩაცმულობაში ბევრი წვრილმანი არ იყოს.

ეს ნიშანი გაზაფხულის ფერებს ანიჭებს უპირატესობას - მწვანეს, ღია ლურჯსა და ცისფერს, თუმცა არც თეთრზე ამბობს უარს.

ქალწული - სამოსსა და მის ფერს დიდ ყურადღებას აქცევს. თუმცა მეტად პრაქტიკულია და თუ კუროსთვის, ლომისთვის ან თხის რქისთვის "დოლჩე და გაბანა" ბევრს ნიშნავს, მისთვის ეს მარკა არაფერია. ყურადღება დეტალებზე გადააქვს და შესაძლოა, აქსესუარებით ისე გემოვნებიანად მორთოს ტანსაცმელი, რომ იმავე "დოლჩე და გაბანას" სამოსს არაფრით ჩამოუვარდებოდეს. თუ ვინმეს შავისა და თეთრის კომბინაცია უხდება, ეს სწორედ ქალწულია.

თხის რქა - მას, მთავარია, საშუალება ჰქონდეს და პირდაპირ პარიზისა და მილანის მოდის სახლებს მიაკითხავს და ცნობილ დიზაინერებს ექსკლუზიურ სამოსს დაამზადებინებს. მკაცრ ფორმებსა და ფერებს ირჩევს. იშვიათად ნახავთ შორტში ან სპორტულ ფეხსაცმელში გამოწყობილს. აქსესუარებს იშვიათად ან არასდროს ხმარობს. მოსწონს პრიალა შავი, ნაცრისფერი, კრემისფერი, ყავისფერი.

ჰაერის სტიქია


ტყუპები - ის მხიარული ადამიანია, უყვარს მკვეთრი ფერები, მამაკაცებს - თეთრი შარვალი, მანდილოსნებს კი - დეკოლტე და ჩახსნილი ქვედა ბოლო, თუმცა არც შარვალზე ამბობენ უარს. ტყუპები არ ცდილობს ძვირად ღირებული ტანსაცმელი ჰქონდეს (მას ურჩევნია, რომ შეიძინოს ბევრი და იაფი, ვიდრე ცოტა და ძვირიანი).

თუმცა ყოველთვის კარგად ("ჰაეროვნად") გამოიყურება. ფერებიდან უპირატესობას მხიარულ ფერებს ანიჭებს - ნარინჯისფერს, ვერცხლისფერს.

სასწორი - ის ყოველთვის ახალგაზრდულ სტილს ირჩევს (თუნდაც, ასაკოვანი იყოს). მისი აქსესუარები ბრწყინვალეა, სასწორი-ქალი ფაიფურის ულამაზეს თოჯინას ჰგავს, სასწორი-მამაკაცი კი ნამდვილი დენდია. ამ ნიშანს ლურჯი, ფორთოხლისფერი და ცისფერი უხდება.

მერწყული - ამ ნიშანს ხიბლავს ყველაფერი "მკვეთრი", ორიგინალური და ექსტრავაგანტური. თუმცა თუ ერთი შარვალი ან სვიტერი ამოიჩემა, შესაძლოა, მთელი წლის განმავლობაში ატაროს. ფერთა შეხამებაც არატრადიციული და უჩვეულო იცის, ასე რომ, ძნელია განსაზღვრო, რომელ ფერს ანიჭებს უპირატესობა.

წყლის სტიქია

კირჩხიბი - ეს ნიშანი მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევს სამოსს და მის ფერს, რადგან ის უფრო ფულის დაგროვებაზეა აქცენტირებული, ამიტომ, ცდილობს რაც შეიძლება იაფად ჩაიცვას. მას აქვს "გამოსასვლელი" ტანსაცმელი, რომელსაც დიდი რუდუნებით ინახავს. წლების მატებასთან ერთად უფრო იხვეწება და შემდეგ უფრო აქცევს ყურადღებას ჩაცმას, თორემ ახალგაზრდობაში ამაზე თითქმის არ ფიქრობს.

მას ძალიან უხდება მწვანე, შავი, მუქი ყვითელი და ვერცხლისფერი. მორიელი - მას ბობოქარი ხასიათი აქვს და, ცდილობს, ჩაცმულობაშიც გამომწვევი და მისტიკური შტრიხები შეიტანოს, ერიდება ტანსაცმელსა და ფეხსაცმელში "დიდი ფულის" დახარჯვას. ფერებიდან ირჩევს - მეწამულს, შინდისფერს, შავსა და მელნისფერს.

თევზები - ეს ნიშანი "ჩარჩოში" არ ჯდება და თავისუფლად შეუძლია, ყველანაირი სტილის სამოსი მოირგოს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოდას არის აყოლილი. უბრალოდ, ისინი ისე არიან საკუთარ წარმოსახვაში "ჩაფლულები", რომ ნაკლები დრო რჩებათ იფიქრონ, რა უნდა ჩაიცვან. თევზის ნიშნით დაბადებულნი უფრო ლურჯ ფერს ანიჭებენ უპირატესობას.

13
5767
11-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
5767
  
2014, 16 იანვარი, 15:47
თევზები .. ემთხევა მაგრამ უპირატესობას უფრო შავს ვანიჭებ ვიდრე ლურჯს
2013, 18 ივლისი, 20:08
კურო:)
2013, 30 ივნისი, 19:53
ქალწული ვარ და მართალია,მთავარია გემოვნება გქონდეს და ბრენდს არ აქვს დიდი მნიშვნელობა,თან კერვა თუ გეხერხება მთლად უკეთესი:D
2013, 8 თებერვალი, 18:29
ქალწული
2013, 26 იანვარი, 0:28
მერწყული ვარ და მართლა ზუსტია ^^
2013, 15 იანვარი, 15:41
ეეე მორიელიი რატოო არ არის?
2012, 9 დეკემბერი, 11:46
მართალი ხარ:D
2012, 10 ნოემბერი, 18:01
მორიელი ჩაამატეთ თორე გავასაჩივრებ და წაგიშლიან პოსტს ლამაზოოო :)))
2012, 6 ნოემბერი, 19:21
მორიელი რატო არ არის?
2012, 19 სექტემბერი, 17:24
მართალია
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10