სხვა მუზეუმი ღია ცის ქვეშ 2012, 19 ნოემბერი, 23:43 მუზეუმი ღია ცის ქვეშ თბილისში, ვაკის პარკსა და კუს ტბას შორის, 65 ჰა ფართობზე მდებარეობს. მუზეუმის ტერიტორიაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოტანილი 70 საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობაა განთავსებული, თავმოყრილია 8 ათასზე მეტი საყოფაცხოვრებო ნივთი და ხალხური რეწვის ნიმუში. გიორგი ჩიტიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი პირველია კავკასიაში, რომელიც ღია ცის ქვეშ გაკეთდა. ის სამეცნიერო- საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც უამრავ დამთვალიერებელსა და ტურისტს იზიდავს. წარმოდგენილია 14 ეთნოგრაფიული ზონა. ბილეთის ღირებულებაა: დიდებისთვის - 3 ლარი სტუდენტები - 1.5 ლარი მოსწავლეები - 50 თეთრი გიდის თანხლებით - 10 ლარი მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა 11- დან 4 საათამდე. [c 431 16-ს მოსწონს
|