x
image
გიკა115
რომელი ასტროლოგიური ქვა მოგიტანთ წარმატებებს 2013 წელს
image 2013 წელს ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის წარმატებების მომტანი და თილისმური ძალის მქონე ასტროლოგიური ქვებია: ლალი, ალმასი, ტოპაზი და ცირკონი.

ლალის ქვა დაგეხმარებათ ენერგიების სწორად გადანაწილებაში, დაგიცავთ არასწორი ნაბიჯებისაგან, შეგმატებთ თავდაჯერებულობას და დაგარწმუნებთ საკუთარ ძალებში. ასევე, აგარიდებთ შესაძლო დაავადებებს.

ალმასი მოზიდავს თქვენსკენ წარმატებებს, დაგეხმარებათ სამუშაოს შესრულებაში, იზრუნებს თქვენს სულიერ წონასწორობაზე. ასევე, დაგეხმარებათ დამოუკიდებლად მოქმედებაში.

ტოპაზი საკუთარ ძალებში დაგარწმუნებთ. აგარიდებთ ავ თვალს და შეგმატებთ თვითრწმენას. დადებითად იმოქმედებს თქვენს ნერვულ სისტემაზე.


ცირკონის ქვა ხელს შეგიწყობთ პირადი ცხოვრების მოწყობაში, სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობებში შეცდომებს აგარიდებთ და ასევე, ოჯახური ურთიერთობების დარეგულირებაში დაგეხმარებათ.

0
1130
7-ს მოსწონს
ავტორი:გიკა115
გიკა115
1130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0