კინო საშინელებათა ფილმი 2012, 19 ნოემბერი, 22:35
დღეს დამაინტერესა საშინელებათა ფილმების ისტორიამ. გთავაზობთ ჩემს მიერ შეკრებილ ინფორმაციას. სიმართლე გითხრათ, მე დიდად არ მხიბლავს ეს ჟანრი, მაგრამ კარგი საშინელებათა ფილმის ყურებას რა ჯობია. საშინელებათა ფილმი არის კინემატოგრაფიული ჟანრი, რომლის მიზანია მაყურებელში შიშისა და მღელვარების გამოწვევა. საყოველთაოდ ცნობილი საშინელებათა ფილმებია: ფრანკენშტეინი, დრაკულა, კივილი და სხვ. საშინელებათა ჟანრი კინოს შექმნის პირველივე წლებში განვითარდა.პირველი მუნჯური საშინელებათა ფილმი იყო ჟორჟ მელიეს "ეშმაკის ციხესიმაგრე"(1896).მეორე ფილმი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა საშინელებათა ფილმების განვითარებაზე, არის გერმანული"ვამპირი"(1922), რომელიც ვამპირებზე შექმნილი ერთ–ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმია. 1930–იან წლებში Universal Pictures–მა აშშ–ში რამდენიმე საშინელებათა ფილმი გადაიღო("დრაკულა", "ფრანკენშტეინი"...)1950–იანი წლებიდან ატომური კატასტროფის შიშმა დიდი გავლენა იქონია საშინელებათა ფილმებზე, რომლებშიც ჩნდებიან უცხოპლანეტელები, რადიაციით ან მეცნიერული ექსპერიმენტებით მიღებული მუტანტები და გიგანტი მწერები. 1960–იანი წლებიდან საშინელებათა ფილმები უფრო შოკისმომგვრელი ხდება.ხშირად ურჩხულების მაგივრად ფსიქიკურად არასტაბილური ადამიანებია გამოყვანილი(მაგალითად "ფსიქო").60–იანი წლების დასასრულისთვის საშინელებათა ფილმების ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზარდა. პირველი ქართული საშინელებათა ფილმი “სპამი'' გადაიღეს 2012 წელს რომლის რეჟისორიც არის რამაზ ჩაჩანიძე. ჯერ-ჯერობით “სპამი'' არის ერთადერთი ქართული საშინელებათა ფილმი. დღეს ეს ჟანრი ერთ-ერთი პოპულარული ჟანრია, და მასზე მოთხოვნაც დიდია. ქვემოთ მოცემულია ყველა დროის 10 ყველაზე საშიში მომენტი საშინელებათა ფილმებიდან. 1.ეგზორცისტი თავდაყირა სიარული 2.პოლტერგეისტი კლოუნის სცენა 3.ზარი TV სცენა 4.წყევლა საძინებელი ოთახის სცენა 5.ჯოჯოხეთიდან აღმდგარი Puzzle ყუთის სცენა 6.საშინელება თელების ქუჩაზე თინას სიკვდილი 7.კივილი დრიუ ბერიმორის სიკვდილი 8.ყბა ჩრისის უკანასკნელი ბანაობა 9.ალქაჯი ბლერიდან მიტოვებული ქოხის პოვნა 544 17-ს მოსწონს
|