სხვა მრავალწლიან ხეებს განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვთ 2012, 19 ნოემბერი, 21:44 ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ მრავალწლიან მცენარეებს და ნარგავებს, ერიდებოდნენ მათ მოჭრას.უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მათ არასოდეს დაჰკრავდნენ ცულს.მკურნალი ხის მიზანი და ამოცანაა, დაიცვას ადამიანი ბოროტი სულებისგან, გადასცეს მას თავისი ძალის ნაწილი და იხსნას შესაძლო უბედურებისგან.ადამიანები და ხეები ერთმანეთთან შეერთებულნი და დაკავშირებულნი არიან უხილავი ბედის ხაზებით.ამის შესახებ ინფორმაციას ვკითხულობთ ძველი დრუიდების ჩანაწერებში.ასე რომ, გამოდის, ხეს და ადამიანს სიხარულიც და წუხილიც ერთი აქვთ, ანუ, თუ ადამიანი თავს კარგად გრძნობს, ხეც კარგად არის, თუ შეუძლოდაა, ხეც ნელ-ნელა იწყებს ხმობას.აბა, დააკვირდით, იმ ეზოში დარგულ ხეებს, სადაც ავადმყოფი ცხოვრობს და მიხვდებით, რომ პატრონთან ერთად, ხეებიც ავადდებიან.ხოლო, თუ სახლში უბედურება დატრიალდა, ხე-ორეულიც იზიარებს ადამიანის ბედს-ხმება და ჭკნება.ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ხეების პულსირებადი ბიოდენების ენერგია, ფოთლების, ფესვებისა და ნაყოფის სამკურნალო ძალა ჩვენივე სიცოცხლის გასახანგრძლივებლად და სასიცოცხლო ძალების აღსადგენად.ამისათვის, თქვენი ემოცია უნდა გადასცეთ მას ჩახუტებით, საუბრით, ყური უნდა უგდოთ ფოთლების შრიალს, ხშირად ისეირნოთ ბუნებაში.თუ თქვენ ცოტათი მაინც გაგაჩნიათ ინტუიცია, ზუსტად მიხვდებით, რომელ ხესთან კონტაქტი მოგიტანთ სიკეთეს.ის კი თავად მიგიზიდავთ, თავისი იდუმალებითა და ენერგეტიკით.ზოგადად, მცენარეებს ასტრალური ძალა გააჩნიათ და ის ადამიანებმა აუცილებლად, თავის სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს. აიღეთ ნაძვის ტოტი, დაამაგრეთ ზედ ძაფით ფერად-ფერადი ღილები და თან ჩაუთქვით, რისი ახდენა გსურთ.შემდეგ ეს ტოტი ჩამოკიდეთ ოთახში და მას ხშირად უყურეთ.თუ სიყვარულში გსურთ წარმატება და პირადი ცხოვრების უკეთ აწყობა, მაშინ ნაძვის ტოტზე დაამაგრეთ წითელი ღილები;თუ კარიერაში გსურთ წინსვლა და უკეთესი ცვლილება, მაშინ-იისფერი.ხოლო ფინანსური შემოსავლების ზრდისთვის კი-ოქროსფერი ღილები გამოგადგებათ.ასევე, უმჯობესია, ისინი კენტი იყოს და თუ სამივე სფეროში გსურთ წინსვლა და წარმატება, მაშინ ტოტზე დაამაგრეთ თანაბარი რაოდენობის ფერადი ღილები. 172 8-ს მოსწონს
|