არჩევნები და პოკერი. რა აქვთ საერთო?
პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეთრ სახლს კიდევ ოთხი წლის განმავლობაში გაუძღვება. მიუხედავად იმისა, რომ მისი ადმინისტრაცია აქამდე ინტერნეტ პოკერთან დაკავშირებით ნეიტრალურ პოზიციას იჭერდა, ობამას კანდიდატურა მაინც უფრო მისაღები იყო პოკერის მოთამაშეებისთვის, რადგან მით რომნი ონლაინ პოკერის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.
სენატორმა ჰარი რაიდმა შეინარჩუნა უმრავლესობის ლიდერობა სენატში და დემოკრატებმა უფრო დიდი ძალაუფლებაც კი მოიპოვეს.რესპუბლიკელებმა კი ძალაუფლება წარმომადგენელთა პალატაში შეინარჩუნეს. ამას მოყვა დინ ჰელერის მიერ შილი ბერკლის დამარცხება. მიუხედავად იმისა, რომ ჰელერიც და ბერკლიც ონლაინ პოკერის დამცველები არიან, ჰელერს უფრო დიდი წვლილი მიუძღვის რესპუბლიკელების დარწმუნებისთვის ონლაინ-პოკერის აუცილებლობაში. ასევე ექსპერტები ფიქრობენ, რომ ჰელერის ძალისხმევის გარეშე, ონლაინ პოკერის შესახებ კანონს არავინ არ მიაქცევს ყურადღებას შემდგომ სესიებზე.
ჰელერი დარწმუნებულია, მიუხედავად ცოტა ხნის წინ მომხდარი მწვავე დებატებისა რაიდთან, იგი და მისი ნევადელი კოლეგა მოახერხებენ წარსულის დავიწყებას და ერთად დაიწყებენ ონლაინ პოკერის საკითხზე მუშაობას. მისი განცხადებით კანონი უკვე მზადაა კონგრესში წარმოსადგენად, თუმცა ფიქრობს, რომ მხოლოდ ამ ერთ კანონს არ მიექცევა დიდი ყურადღება, ამიტომ მისი აზრით ეს კანონი უფრო დიდ და მნიშვნელოვან კანონს უნდა მიებას. წარმატების შემთხვევაში ონლაინ პოკერის მომავალი აშშ-ში შესაძლოა სრულიად შეიცვალოს.