x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
ზოგჯერ ბრმა ვარ, მაგრამ კარგად ვხედავ
სევდა


”ზოგჯერ ბრმა ვარ, მაგრამ კარგად ვხედავ

არ ავყვები მოძალებულ ვნებას,

ზოგჯერ ყრუ ვარ, მაგრამ კარგად მესმის


ვინ ვის კლავს და ვინ ვის როგორ ესვრის.


ზოგჯერ ვლოთობ, მაგრამ არ ვარ ლოთი

ძმები მიყვარს, არა ღვინო ბოთლი,

სიმთვრალეში ვხედავ ფერად სიზმრებს

ნოსტალგია მოაწვება ფიქრებს.


ზოგჯერ მცივა, მაგრამ არ ვარ ცივი

სხვები მიყვარს ჩემთვის ვეღარ ვიცლი,

ბევრი მიყვარს, თუმც ვენდობი ცოტას

ნიღბებიდან სახე აღარ მოსჩანს.


ვმსახიობობ, მაგრამ არ მაქვს როლი

ლანდად იქცა სამართალი ჭორის,

ვინც დაეცა დავაყენე ფეხზე

ვინც გამიგებს იმას დღემდე ვეძებ.


მე ცხოვრებამ უმიზეზოდ მცემა

ვეღარ ვიტან ორგიებს და გვემას,

ვინც მეგონა დავაყენე გზაზე

ჩამივლის და გვერდით ვეღარ მამჩნევს.


ზოგჯერ ბრმა ვარ, მაგრამ კარგად ვხედავ

არ ავყვები მოძალებულ ვნებას,

ზოგჯერ ყრუ ვარ, მაგრამ კარგად მესმის

ვინ ვის კლავს და ვინ ვის როგორ ესვრის.”


ედემი ელერჯია

7
208
9-ს მოსწონს
ავტორი:EDIBAIEDI
EDIBAIEDI
208
  
2012, 20 ნოემბერი, 17:31
გაგიმარჯოთ კოლეგავ:)
2012, 20 ნოემბერი, 9:59
საღოლ
2012, 19 ნოემბერი, 0:57
ედემ კარგი კაცი ხარ ძმა.
2012, 19 ნოემბერი, 0:29
ჯიგარი ხარ შემოგევლე , ჯიგარი !!!!!!!!!!!!
2012, 18 ნოემბერი, 23:57
სათქმელი მომეწონა..რითმასაც არაუშავს
2012, 18 ნოემბერი, 23:55
გმადლობ.
2012, 18 ნოემბერი, 23:53
აი ლექსიიიი..
0 1 7