x
image
გიკა115
2015 წლისთვის ამერიკელების სამ მეოთხედს ჭარბი წონა ექნება

imageთუ აშშ-ს მოსახლეობა წონის მომატებას ასეთივე ტემპით გააგრძელებს, 2015 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობის 75%-ს ჭარბი წონა შეაწუხებს, ხოლო მათ 41%-ს

- მაღალი ხარისხის სიმსუქნე. ასეთ დასკვნამდე მივიდა ბალტიმორის ჯონსონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი მას შემდეგ, რაც ამერიკელების წონისა და კვების რეჟიმის შესახებ 20 სამეცნიერო პუბლიკაცია და ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები გააანალიზა.

2004-2005 წლებში ჭარბი წონა ზრდასრულ ამერიკელთა 66%-ს აღენიშნებოდა, 40 წელს გადაცილებულ შავკანიანებში ეს მაჩვენებელი 80%-ს აღემატებოდა, ამასთანავე, მათი ნახევარი სიმსუქნის სტადიაში გახლდათ. ბავშვებსა და მოზარდებს შორისჭარბი წონა 16%-ში შეიმჩნევა, მათი 34 %-ი კი რისკჯგუფში შედის. რაც მთავარია, მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში მდგომარეობა თანდათან უარესდება.

ერთ-ერთმა მკვლევარმა ივარაუდა, რომ თუ სახელმწიფო რაიმეს არ იღონებსწონის მატების ტემპის შესამცირებლად, მალე აშშ-ში სიმსუქნე სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად იქცევა.

0
62
3-ს მოსწონს
ავტორი:გიკა115
გიკა115
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0