სხვა 2015 წლისთვის ამერიკელების სამ მეოთხედს ჭარბი წონა ექნება 2012, 18 ნოემბერი, 21:06 თუ აშშ-ს მოსახლეობა წონის მომატებას ასეთივე ტემპით გააგრძელებს, 2015 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობის 75%-ს ჭარბი წონა შეაწუხებს, ხოლო მათ 41%-ს - მაღალი ხარისხის სიმსუქნე. ასეთ დასკვნამდე მივიდა ბალტიმორის ჯონსონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი მას შემდეგ, რაც ამერიკელების წონისა და კვების რეჟიმის შესახებ 20 სამეცნიერო პუბლიკაცია და ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები გააანალიზა. 2004-2005 წლებში ჭარბი წონა ზრდასრულ ამერიკელთა 66%-ს აღენიშნებოდა, 40 წელს გადაცილებულ შავკანიანებში ეს მაჩვენებელი 80%-ს აღემატებოდა, ამასთანავე, მათი ნახევარი სიმსუქნის სტადიაში გახლდათ. ბავშვებსა და მოზარდებს შორისჭარბი წონა 16%-ში შეიმჩნევა, მათი 34 %-ი კი რისკჯგუფში შედის. რაც მთავარია, მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში მდგომარეობა თანდათან უარესდება. ერთ-ერთმა მკვლევარმა ივარაუდა, რომ თუ სახელმწიფო რაიმეს არ იღონებსწონის მატების ტემპის შესამცირებლად, მალე აშშ-ში სიმსუქნე სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად იქცევა. 62 3-ს მოსწონს
|