სხვა ლადო ბედუკაძე გენერალურ პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მიმართავს! 2012, 18 ნოემბერი, 20:57 ციხის სკანდალური კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე ბელგიდან სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. ბედუკაძე უპირველეს ყოვლისა მოითხოვს, გამოძიებამ ამოიღოს სრული მასალა, რაც მან ბელგიაში გამგზავრებამდე გიორგი ლომიას დაუტოვა და ამის შემდეგ დაიწყოს გამოძიება ციხის კადრებთან დაკავშირებით. როგორც ლადო ბედუკაძე აცხადებს, იგი მზადაა თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს და დაისაჯოს კიდეც. განცხადებას, რომელიც მან საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა "ინტერმედია" უცვლელად გთავაზობთ: "რატომ არიან ასე გაგიჟებულები და გაცოფებულები "ნაცების" ხროვა და ნარჩენები ჩემს მიმართ? ყოველთვის განვმარტავდი, მეც სისტემის ნაწილი ვიყავი და თუ რაიმე წვლილი მიმიძღვის ამ სისტემის შენებაში მეც უნდა დავისაჯო, ისევე როგორც ყველა სისტემის თანამშრომელი ვინც კი იცოდა რა ხდებოდა ამ ბინძურ, ჩაბნელებულ სისტემაში და ხმის ამაღლებას ვერ ბედავდა ამ საშინელებებზე. არ გავურბივარ არანაირ პასუხისგებლობას.იმ ადამიანებს კი ვისაც მუხლები აქვთ გადატყავებული ციხე -ციხე სირბილით იქნებ რამენაირად რომელიმე მსჯავრდებული ნახონ და ჩემს საწინააღგმდეგო საჩივარი ააფრიალონ- ვეტყვი ერთს : ვერ ეღირსებით, ვერ ნახავთ კომპრომატს, ძალიან შეეშალა ვანიკო ძიას თავიდანვე ჩემზე ფსონი რომ დადო, ვერანაირად ვერ გამოვდგებოდი "ქართული ოცნების" საწინააღგმდეგო ისტერიაში. დაიწყება უახლოს ხანში ამ საქმის გამოძიება, ვინ, როგორ, რანაირად და რისთვის ამზადებდა ამ "სპეც.ოპერაციას" თუ "ჟურნალისტურ გამოძიებას". მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ბატონ გიორი ლომიას, წინააღგმდეგობის მოძრაობის ერთ ერთ ლიდერს, თავისი ნებით ჩააბაროს პროკურატურას ჩემი დავალებით ჩემივე მეგობრის ბორის ფარულავას მიერ გადაცემული სასჯელაღსრულების # 8 დაწესებულების ადმინისტრაციასთან ფარულად მომუშავე 300 კაციანი ე.წ. "აგენტურის " სია, ჩააბაროს ყველა დოკუმენტი, ვიდეო თუ აუდიო მასალა რომელიც დღემდე არ უხილავს ფართო საზოგადოებას იმ უბრალო მოტივის გამო, რომ იმ მასალით ჩემი დისკრედიტირება ვერ მოხერხდებოდა, იქ ხომ პირადად მოვუწოდებ მსაჯავრდებულებს ხმა აღიმაღლონ არსებული უკანონობის წინააღგმდეგ, ჩააბაროს მთელი ის დოკუმენტაცია, ფირების დედნები რისი ნებისმიერი პირისთვის გაცნობა ყოვლად დაუშვებელია ( დაწესებულების პატიმართა თუ თანამშრომელთა სრული სია და მისამართები, პირადობის მოწმობების ასლები).მივმართავ გენერალურ პროკურატურას, დაიწყონ გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით."_ ლადო ბედუკაძე 258 5-ს მოსწონს 1-ს არა
|