x
image
RasTamaN
Mediator image
რიანასა და კეიტ მოსის "გარყვნილი" ფოტოსესია

imageრიანამ და კეიტ მოსმა ამერიკული ჟურნალის, V Magazine-ის დეკემბრის ნომრის ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა. 24 წლის მომღერლისა და 38 წლის სუპერმოდელის ერთობლივი ნამუშევარი, დაგვეთანხმებით, რომ ძალიან ცეცხლოვანი გამოვიდა.

ფოტოგრაფმა მარიო ტესტინომ კარგად იცის "გარყვნილების" ფასი. სწორედ მან მოიფიქრა V Magazine-ის დეკემბრის ნომრისთვის რიანასა და კეიტ მოსის ფოტოების კონცეფცია. გოგონებმა, რომლებმაც სექსუალურ სამოსში ან მის გარეშე იპოზიორეს კამერის წინ, მოახლისა და მბრძანებლის როლები შეასრულეს.

მათრახი, საყელური და მოახლის წინსაფარი - ყველა ეს დეტალი საკმაოდ დამაჯერებლად მოირგეს რიანამ და კეიტმა.

სხვათა შორის, ამჯერად ტესტინოს არ გამოუყენებია ჩვეული ტყავი და ლატექსი. მან თავისი ფოტოსესიის გმირები სმოკინგში, სერთუკსა და ჟილეტებში გამოაწყო, რაც ძალიან სექსუალური გამოვიდა.

რა თქმა უნდა, რიანამ და კეიტ მოსმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს, რომ შიშვლადაც ეპოზიორათ. ეს ხომ ორივე ვარსკვლავის საყვარელი "ფანდია".

0
101
5-ს მოსწონს
ავტორი:RasTamaN
RasTamaN
Mediator image
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0