საქართველო სააკაშვილი ფილიპ გორდონს შეხვდა 2012, 18 ნოემბერი, 13:34 საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ფილიპ გორდონს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული და სამომავლო ურთიერთობები, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესი და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები იყო. პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ საქართველო დატოვა. 22 7-ს მოსწონს
|