კრიტიკა გამოცოცხლდით!!! 2012, 12 აპრილი, 20:30 ![]() სისხლი უნდა უჩქეფდეს ადამიანს, უნდა უდუღდეს და გადმოდუღდეს! ენერგია უნდა იფრქვეოდეს მისი თვალებიდან, საუბრიდან, სიარულის მანერიდან. ყველაფერი ისე არ ხდება როგორც გვინდა, მაგრამ თუ მოვინდომებთ - მოხდება! აპათია, დეპრესია, უსაქმურობა, სიზარმაცე - ესაა დამღუპველი და არა მადლიანი შრომა. მარტო ჯდომა და ფიქრი იმაზე თუ რა ქნა, რა ბედენაა? მგელი უნდა იყო, მგელი! ძლიერი უნდა იყო - ქვასავით მაგარი! სალი კლდესავით ამაყად უნდა იდგე შენს კუთვნილ მიწა-წყალზე და ვერ უნდა დაგრიოს ხელი ვერც უბედურებამ და ვერც სასოწარკვეთამ. ხასიათის სიმტკიცეა საჭირო, მოთმინება და პერმანენტულობა. მუდმივად უნდა შეუნთო საუთარ თავს ალი მიზნის მიღწევის გზაზე! გამოცოცხლდით ! იწამეთ საკუთარი თავის! ნუ ელით, რომ მოვიდნენ, თავზე ხელი გადაგისვან და გითხრან, რომ თქვენ ამას შეძლებთ. ვერავინ გიშველით საკუთარი თავის მეტი! გამოფხიზლდით, გამოცოცხლდით და ნახავთ: გყავდეთ მისაბაძი ადამიანი - სასიამოვნოა, მაგრამ იყოთ თქვენ თვითონ მისაბაძი - უფრო დიდი ბედნიერებაა! წარმატებები... 354 9-ს მოსწონს
|