x
არიან თუ არა კუდ-ისა და სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები პოლიტიკური ნიშნით დაკავებულები?

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, მეც რომ დამიჭირონ, ახლანდელი უმცირესობა პოლიტპატიმრად მაღიარებს. ისე, მე უფრო ვარ პოლიტპატიმარი, ვიდრე რომელიმე მათგანი. არ ვიცი და არც მინდა, ვიცოდე, კონკრეტულად რომელი დანაშაულებისთვის დაიჭირეს მისტერ ქარდავა და მისნაირნნი, სამაგიეროდ კარგად ვხვდები იმას, რომ, თუკი, კუდ-ის ხელმძღვანელისთვის პოლიტიკური პატიმრის იარლიყის მიკერებას ცდილობ, გამოდის, რომ ის იმთავითვე პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და ამ პროცესების განვითარებით დაინტერესებული ფიგურაა. არადა, თითქოს სახელმწიფოს უშიშროება აბარია.

საერთოდაც, ძალიან ადვილია, ამ მოტივით თავი დაიძვრინო. ეს "ნაციონალური მოძრაობა" სექტას უფრო წააგავს, ვიდრე რაიმე იდეით შეკავშირებულ ორგანიზაციას.

აი, მაგალითად, ერთსა და იმავე დროს, სხვადასხვა ადგილას მყოფ გოკა გაბაშვილს და ჩიორა თაქთაქიშვილს ერთი და იგივე კითხვა დაუსვით. გაგიკვირდებათ და ზუსტად ერთნაირ პასუხებს მიიღებთ. დგანან და ზომბირებულნი ამტკიცებენ, რომ თუ არა ისინი, ქვეყანა დაიქცევა და ნაცარტუტად იქცევა.

ვუსმენ და ვხვდები: ჩემსას სჭამენ, ჩემსას სვამენ და ტვნსაც რომ მირეცხავენ??? მე პირადად, ამათი შემხედვარე აღარც ნატო მინდა და აღარც ევროკავშირი. იმ ევროპასაც თავისი გასჭირვებია: ევროპაში ევროპელი აღარ დარჩა. არაბები, თურქები და აფრიკელებითაა სავსე იქაურობა. და ვინმემ ამიხსნას, გარდა სავიზო რეჟიმის გაუქმებისა, კიდევ რა სარგებელს მოგვიტანს ეს მამალი??? დემოკრატიას გვასწავლიან??? მე კი მგონია, ჩვენგან უფრო მეტს იაწავლიან, ვიდრე ჩვენ - მათთგან. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ჩვენ კი არ უნდა ვეხვეწოთ მუხლიჩოქა, ტვინი რომ ჰქონდეთ, სულ ძალის-ძალათი უნდა შეგვათრიონ მაგ თავიანთ ევროკავშირში. თუმცა ჯერ საკითხავია, კარგია ეს ჩვენთვის თუ ცუდი?!

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:ია ქობულია
ია ქობულია
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0