ქალბატონი,რომელიც EBAY_ზე საკუთარ სულს ყიდის.
ამერიკის შტატ ნიუ-მექსიკოს ერთ-ერთმა მოქალაქემ გადაწყვიტა EBAY_ზე (ინტერნეტ აუქციონი) საკუთარი სულის გაყიდვა, რომელზეც საწყისი ფასია 2000$.ამ აქციით მას სურს იპოვოს ის მამაკაცი, რომელიც მის სულს გადაარჩენს.
EBAY_ს სამომხმარებლო შეთანხმებაში ნათქვამია, რომ იკრძალება ადამიანის ორგანოებითა და სხეულით ვაჭრობა, თუმცა სულზე ნათქვამი არაფერია. სხვათაშორის 2008 წელს უკვე იყო მსგავსი შემთხვევა, როდესაც მამაკაცმა საკუთარი სული 39.000 დოლარად გამოიტანა აუქციონზე, მაგრამ ადმინისტრაციამ ლოტი გააუქმა.