ადამიანის ფანტაზია რომ უსაზღვრო და მრავალფეროვანია, უკვე დიდი ხნის წინ დამტკიცდა. ისიც ცნობილია, რომ სარეკლამო სააგენტოების თანამშრომლები შემოქმედებითი და თავისუფალი აზროვნების განსაკუთრებული ნიჭით არიან დაჯილდოვებულები. ნორვეგიაში სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ვიდეო რგოლი, საკაბელო ტელევიზიის რეკლამა, რომელის მთავარი გმირიც საკმაოდ უცნაური ქალბატონია. მოქმედი პერსონაჟი მამაკაცთან შეხებით ორსულდება. ეს უჩვეულო სცენარი ადამაინს უბიძგებს ბოლომდე აყურებინოს ვიდეო. თავად ნახეთ გრეტასა და მისი ინტერნაციონალური ოჯახის ისტორია: