x
image
ნათია ბურდიაშვილი
სასიყვარულო საუბარი !!

image- გამარჯობა !
- გამარჯობა?!
- მე დათო, თქვენ?
-???
- პირდაპირობა ყველაზე კარგი თვისებაა, არ მეთანხმებით?
- ეკა.
- ლამაზი სახელია!
- ყველას ასე ეუბნებით?
- ვისაც ლამაზი სახელი აქვს კი
- ღიმილი გიხდებათ
- თქვენ ისე რა!
- მე ვთქვი ხომ, რომ პირდაპირობა ყველაზე კარგი თვისებაა?
- დიახ
- ვიჩქარე, როგორც ჩანს, ზოგჯერ დაფიქრებაც საჭირო ყოფილა.
- ნამდვილად.
- ცოლად გამომყვებით?
- თქვენ ხომ არ მიცნობთ?!
- მერე რა? მთელი ცხოვრება წინ გვექნება მაგისთვის.
- და იქნებ უკეთ რომ გამიცნობთ, მერე აღარ მოგინდეთ, რომ თქვენი ცოლი ვიყო.
- შეუძლებელია!
- რატომ?
- ყოველთვის ასე ხდება, მაგრამ ჯერ ისევ ცოლ-ქმარი არიან. თავიდან არასოდეს
იცნობენ ერთმანეთს ბოლომდე. ქორწინება ადამიანს ცვლის. ასე კი, ბევრად
საინტერესო იქნება.
- კი მაგრამ, იქნებ გათხოვილი ვარ? თქვენ ესეც კი არ იცით.
- გათხოვილი ხართ?
- არა!
- უკვე ვიცი
- კიდევ ბევრი რამ არის საჭირო, რომ გაიგოთ.
- მაინც რა?
- მაგალითად, ჩემი ოჯახი.
- მე თქვენ მომყავხართ ცოლად და არა თქვენი ოჯახი.
- და სიყვარული?
- მე თქვენ მიყვარხართ!
- გიყვარვარ?!
- მიყვარხარ!!!
- ერთ დღეში შეგიყვარდით? უფრო სწორედ, სულ რაღაც ათ წუთში.
- არა! მე თქვენ მთელი ცხოვრებაა მიყვარხართ, უბრალოდ ახლა გიპოვეთ.
- საინტერესოა დიდხანს მეძებდით?
- მთელი ცხოვრება, იმედიც კი გადამეწურა უკვე.
- მე რომ არ მიყვარხართ?
- შეუძლებელია!
- რატომ?
- როცა ასეთი გრძნობაა, არ შეიძლება ცალმხრივი იყოს.უბრალოდ, მე მალე მივხვდი მაგას, თქვენ დრო გჭირდებათ.
- შეიძლება
- კარგით, დროებით!
- მიდიხართ?!
- დიახ!
- მერე არ გეშინიათ?
- არა, ჩვენ კვლავ შევხვდებით.
- რა იცით?
- ეს ჩვენი ბედისწერაა!
- ბედისწერის ასე გწამთ?
- რა თქმა უნდა, თქვენ არა?
- არ ვიცი...
- ხვალ ორ საათზე გნახავთ.
- სად?
- როგორ თუ სად?! ეკლესიაში, ჯვარს ვიწერთ.
- რა იცით, რომ მოვალ?
- ვიცი.
image

10
68
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნათია ბურდიაშვილი
ნათია ბურდიაშვილი
68
  
2012, 18 ნოემბერი, 18:24
შენთვის რაც საიინტერესოოა ჩემთვის შეიძლებ ეგ უინტერესეოო იყოოსს და რაც ჩემთვის საინტერესოო იქნება ის შEნთვის უინტერესო შეიძლება იყოს...ადამინი არის ინდივიდიი და ყველასთვის ის არ არის საინტერესო რაც შენთVის და ჩემთვის შEიძლება იყოს საინტერესოო....ყველს თავის აზრიი და შეხედულებებიი გაჩნია ამათუ იმ თემებზეე.... )
2012, 18 ნოემბერი, 18:20
:)ცოცხალ მოაზროვნე ადამიანს ყველაფრის ინტერესიაქვს. ვისაც არაფერი აინტერესებს ისინი მიწის ზედაპირიდან 2 მეტრს ქვევით არიან. არ არსებობს ადამიანი ვისაც საინტეროსო არ აინტერესებდეს :D:D:D:D:D:D:D::P:P:P:P:P:P და კიდე არ გავხარ უინტერესო ადამიანს თორე ინტერმედიაზე არ დარეგისტრირდებოდი. ინტერმედია სიტყვა სიტყვით ითარგმნება როგორც.( საინტერესო მედია მასალები):D:D:D:D
2012, 18 ნოემბერი, 18:03
ვისთვის საინტერესო დ ვისთვის უინტერესოოო :))
2012, 18 ნოემბერი, 1:45
რატომ არა ესე ხომ უფრო ბევრად საინტერესოა რა საჭიროა დროის გაწელვა ? დროის ტყუილად დაკარგვა? :):):):)
2012, 18 ნოემბერი, 1:43
:P:Pენა გიჩანს დამალე დიდი გოგო ხარ სირცხვილია ნუ იჭყანებით. :P:P:P :)
2012, 17 ნოემბერი, 13:48
:D:D:D:D:D:D კი მაგრამმ ყოველთვის არაა :P:P
2012, 17 ნოემბერი, 0:53
(ამ პოსტის დამდებს) გამარჯობა მე თემო მქვია. თქვენ? პირდაპირობა კარგი თვისებაა არ მეთანხმებით? :):):)
2012, 17 ნოემბერი, 0:51
ვაუ მაგარია
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10