"ქალი გონივრულად სულელია" _ დავეთანხმები ამ გამოთქმას.
როდესაც ეს ამბავი წავიკითხე მართლაც დავრწმუნდი ქალის გონივრულ სისულელეში.
ეს ამბავი XX_საუკუნის ორმოცდაათიან წლებში მოხდა. იმ დროს ქალბატონი მარიონ ტაკერი უმდიდრესი ადამიანი იყო კოლექციონერებს შორის. იგი ძირითადად ხელოვნების ნიმუშებს აგროვებდა.
ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს ქალბატონი ტაკერი კურორტზე გასამგზავრებლად ემზადებოდა როდესაც კარზე კაკუნის ზმა გაისმა.
როდესაც ტაკერმა კარი გააღო წინ სიმპატიური ახალგაზრდა მამაკაცი დახვდა. ახალგაზრდა მამაკაცმა თავი იმ ფირმის წარმომადგენლად გააცნო რომელთანაც ტაკერს სადაზღვეო ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული.
"_გვაინტერესებთ როგორ ინახავთ თქვენს ძვირფას კოლექციას. სათანადოდ იცავთ თუ არა უსაფრთხოებას?" _უთხრა ახალგაზრდა მამაკაცმა.
ამ სიტყვების გაგონებაზე ტაკერი შეწუხდა, ვაიდა რაიმე თაღლითობაში არ დამდონ ბრალიო და ახალგაზრდა მამაკაცს სახლის დათვალიერება შესთავაზა. მამაკაცმაც არ დააყოვნა პასუხი და სიამოვნებით დათანხმდა შემოთავაზებას.
ტაკერმა ყველა კუთხე - კუნჭული მოატარა ახალგაზრდა მამაკაცს და თან გულდასმით აუხსნა - რომელ სეიფში რა ნივთი იყო და რა იყო ამ ნივთის ღირებულება.
საბოლოო ჯამში ნანახით მამაკაცი კმაყოფილი დარჩა, ღიმილიც კი არ მოშორებია მის სახეს. თუმცა ქალბატონ ტაკერს ორი შენიშვნა მაინც მისცა.
"_აი, თქვენ შემოსასვლელ კარზე მიგიმაგრებიათ წერილი, რომლითაც ფოსტალიონს ატყობინებთ, რომ დასასვენებლად მიბრძანდებით, და სთხოვთ, პრესას ნუ მოგიტანთ. უნდა მოგახსენოთ, რომ ეს დიდი შეცდომაა, რადგან ამ წერილით მწვანე შუქს უნთებთ ნებისმიერ ქურდს. ახლა მეორე რამეც. შუქდამჭერი დარაბები რომ დაგიშვიათ, ესეც შეცდომაა, ნუთუ ვერ ხვდებით რომ ამით სახლის უკაცრიელობას ამცნობთ ნებისმიერ დამნაშავეს, რომელიც ქუჩაში თქვენი სახლის წინ გაივლის თქვენი არ ყოფნის პერიოდში. ქურდებისთვის გაცილებით ადვილია ცარიელ სახლში მუშაობა".
ქალბატონი ტაკერი განცვიფრდა მამაკაცის გამჭრიახობით და ქება დიდება არ დაუკლია. პატივისცემის ნიშნად ისიც კი აღნიშნა რომ, კურორტიდან ჩამოსვლის შემდეგ აუცილებლად ეწვეოდა მის უფროსს და მამაკაცის დაწინაურებას სთხოვდა.
ერთი კვირის შემდეგ როდესაც ქალბატონი ტაკერი კურორტზე ისვენებდა, მის სახლს მართლაც ეწვია გამჭრიახი ქურდი. როდესაც ქურდმა აკეცილი შუქდამჭერი დარაბები დაინახა გაეღიმა ქალბატონი ტაკერის სისულელეზე. შემდეგ დარაბი ჩამოუშვა და აუჩქარებლად შეუდგა მუშაობას.
ორი საათის მუშაობის შემდეგ, ქურდმა ნაქურდალი ჩანთებში ჩაალაგა და გარეთ გავიდა. როგორც კი ქურდი სახლის ეზოს გასცდა ორმა პოლიციელმა ხელკავი გამოსდო.
ქურდი დაიბნა. ვერ ხვდებოდა რა მოხდა.
როდესაც გაანალიზა რომ იგი დაპატიმრებული იყო, გაკვირვებულმა იკითხა _ როგორ მიხვდით რომ, მე ამ ბინაში შევიპარე?
პოლიციელებმა ღიმილი ვერ შეიკავეს.
– შებრუნდი, ბიჭუნი! _უთხრეს ქურდს და ხელით ქალბატონი ტაკერის სახლისკენ მიუთითეს.
ჩამოშვებულ შუქდამჭერ დარაბებზე უზარმაზარი ასოებით ეწერა
"ყურადღება! სახლში ქურდია!"