x
image
jango
გავერთიანდეთ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად

imageლეიკემია იკურნება, თუმცა საქართველოში ეს კვლავ პრობლემატური საკითხია. რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეიკემიამ კიდევ ერთი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპალა. ამ ფაქტის შემდეგ ბევრმა კომპანიამ გადაწყვიტა ამ საკითხში გაერთიანება და ბრძოლა ბავშვების გადასარჩენად. როგორც უკვე ცნობილია სამედიცინო სფეროდან, ლეიკემია იკურნება და მასთან ბრძოლა უკვე შესაძლებელია, თუმცა ესპროცესი საკმაოდ რთულია და ძალიან დიდ თანხებს და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. საქართველოში ლეიკემიით დაავადებული ბავშვები სამწუხაროდ ჯერ კიდევ იხოცებიან, რისი ერთი მაგალითიც რამოდენიმე კვირის წინ გავრცელდა სოციალური ქსელების მეშვეობით. საავადმყოფოების გვერდით აშენებული ლამაზი ნაგებობა პატარებისთვის უკვე რამდენიმე თვეა იმედად იქცა. მძიმე სამკურნალო სეანსის შემდეგ, ლეიკემიით დაავადებული ბავშვები, მორიგ სეანსამდე აქ ისვენებენ. ეს შენობა რეგიონიდანჩამოსული ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის აშენდა. შენობაში განლაგებული ნათელი ოთახების ვიზუალური მხარე პატარებისთვის თავისებურ მშვიდ ატმოსფეროს ქმნის.ეს სახლი არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობელთა ასოციაციამ“ ააშენა. გრანტი ჰოლანდიიდან მოიპოვა. მიწა ქალაქის მერიამ გამოყო. ჩეხეთის საელჩომ, ყველა კომუნალური გადასახადები 4 თვით დააფინანსა.ასმათ შენგელაია, ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ეს სახლი სამი თვეა ფუნქციონირებს. აქ ბავშვები მშობლებთან ერთად სრულიად უფასოდ ცხოვრობენ. ეს ძალიან გვეხმარება ჩვენ, ექიმებს. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი მთლიანად არ იყოს საავადმყოფოს მიჯაჭვული და ჰქონდეს საშუალება, რომ კარგ პირობებში იცხოვროს. მათ პედაგოგებიც ჰყავთ. აქ ისინი თამაშობენ და ერთობიან კიდეც“. ექიმების თქმით ბავშვები მკურნალობას კარგად გადიან, მათ სახელმწიფო და ბევრი კერძო კომპანია ეხმარება.


0
389
2-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
389
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0