x
image
ენრიკო707
"დეკოლტე"-გამოკითხვა და მისი შედეგები

image



























„ჩემი აზრი არის დადებითი დეკოლტესთან დაკავშირებით. ოღონდ ეს არ უნდა ჩანდეს ვულგარულად. ვთვლი, რომ დეკოლტეს ეფექტურობის 50% დამოკიდებულია თვითონ
გოგონას მკერდზე’’- მიშა 25 წლის.

“მოკრძალებული
დეკოლტე კარგია და ნორმალურად მოაზროვნე კაცში დადებით განწყობას იწვევს.
ზოგადად ქალი ჩაცმულობით ხაზს უსვამს თავის უპირატესობებს, მაგრამ იმ
დონით არ უნდა გაუსვას ხაზი, რომ კაცს ზედმეტი აფიქრებინოს ’’ - ენრიკო 20
წლის.

ასეთ კომეტარებს აკეთებენ ახალგაზრდა მამაკაცები ქალის დეკოლტირებულ სამოსზე.

décolleté
ფრანგული სიტყვაა და მოკვეთილ ყელს ნიშნავს. ფრანგი მეფის კარლ VII –ის
ერთ-ერთ საყვარელ ქალ ანეს სორელს ძალიან უყვარდა ღრმადამოღებული კაბები.
იგი ტილოზე შიშველი მკერდით დახატეს, რამაც განაცვიფრა იმდროინდელი
საფრანგეთი. მაშინ ეს წარმოუდგენელი სითამამე იყო.

საქართველოში
კი დეკოლტეს დიდი ხნის ისტორია არ აქვს. საუკუნეების მანძილზე ქალები
ატარებდნენ დახურულ სამოსს. ნინო ჩოფიკაშვილი თავის წიგნში “ქართული
კოსტიუმი’’ წერს, რომ თამარ მეფის სამოსი მამაკაცის სამოსელისაგან დიდად
არ განსხვავდებოდა. ხევსურული კაბები ბოლომდე იყო შეკრული, რომელიც
მკერდთან მხოლოდ იმიტომ იხსნებოდა, რომ ბავშვები გამოეკვებათ.

“ჩვენთან
დეკოლტე XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან შემოდის, მაგრამ მასიური სახე
მაშინ არ მიუღია. ძირითადად დიდგვაროვნებს ეცვათ. საერთოდ მოდის
ცვალებადობა ყოველთვის მაღალ სოციალურ ფენაში იწყებოდა. საკმაოდ
გულამოღებული კაბით არის წარმოდგენილი ეკატერინე ჭავჭავაძე ერთ–ერთ
პორტრეტზე. დეკოლტეს ჩაცმა მაშინ ცუდ ტონად რომ ჩათვლილიყო, წერილობით
წყაროებშიც დარჩებოდა და მოვიდოდა ჩვენამდეც. მკვეთრი უარყოფითი
დამოკიდებულება არ ყოფილა. ალბათ, იმიტომ რომ მაშინ ზომიერებას
იცავდნენ’’ – აღნიშნავს ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელი გულნაზი
ბარათაშვილი.

დეკოლტე
გოგონას თავდაჯერებულობას მატებს, იპყრობს მამაკაცების ყურადღებას, იგი
უფრო მეტად მიმზიდველი და სექსუალური ჩანს. თუმცა, ეცადეთ არ
გამოიყურებოდეთ ვულგალურად. რაც შეეხება დეკოლტეს ფორმას, არასაკმარისად
მაღალ კისერს ან ძალიან განიერ მხრებს V– ს ან U- ს მსგავსი ჭრილი
გამოასწორებს.

„ხშირად ვიცვამ ხოლმე დეკოლტეს. ვფიქრობ, ქალს რაც ლამაზი აქვს, უნდა გამოკვეთოს‘’- აღნიშნავს 20 წლის სოფო.

თბილისის
ქუჩებში ბევრ გოგონაზე შენიშნავთ მოღებულ მაისურებს, კაბებს, რომელიც
აქტუალობას სუსხიან დღეებშიც არ კარგავს და ბიჭების მზერას იტაცებს.

2
389
3-ს მოსწონს
ავტორი:ენრიკო707
ენრიკო707
389
  
2012, 16 ნოემბერი, 21:52
რა ჯობია ქალის ლამაზ მკერდს? ოღონდ ზომიერად უნდა იყოს დეკოლტირებული. გადამეტებული არაფერი ვარგა. ისე სულ შიშველ ქალს, ჩაცმული ქალი ჯობია, ოღონდ სექსუალურად ჩაცმული. უფრო მიმზიდველია და თვალსაც ახარებს
2012, 16 ნოემბერი, 13:52
კი მარგამ არ უნდა ვარდებოდეს დეკოლტედან მკერდი ... ისე ლამაზია რა თქმა უნდა
0 1 2