x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
მოკლედ ჯიმი მაისურაძის შესახებ (რაც ყველამ უნდა ვიცოდეთ)

აღარავინ დავობს, რომ ჯიმი იყო ყველაზე კარგი ქართველი სამხედრო პილოტი (ვერტმფრენის). ცნობილი იყო როგორც მეტსახელით "ჩორნი პალკოვნიკ" (შავი პოლკოვნიკი), რომელიც რუსებმა შეარქვეს. მის ბრძოლასა და ვერტმფრენის მართვის უნარე ლეგენდები დადიოდა. იბრძოდა აფხაზეთის ომში, სადაც გმირული მოქმედებებით რამდენიმე ბრძოლის ბედი შემოატრიალა ჩვენს სასარგებლოდ. დაიღუპა აფხაზეთში, 1992 წლის 26 დეკემბერს, როცა მისი "მი-24" გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით ჩამოაგდეს. ჯიმი მაისურაძის საფლავი
დაკრძაულია სოფელ გიორგეთის (ყოფილი ორჯონიკიძე) სასაფლაოზე, ლაგოდეხთან ახლოს. დაკრძალვიდან ცოტა ხანში მისმა მეგობარმა მფრინავმა ერთ-ერთი საბრძოლო ვერტმფრენი ააფრინა და საფლავზე დასვა, რის შემდეგაც ძრავაში ჩაიყარა სილა, ხოლო აღჭურვილობა განადგურდა. რეაბილიტაცია შეუძლებელია. როგორც ცნობილია, ეს გაკეთდ პროტესტის გამო, რომ ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევდა ჯიმის ოჯახს და არც მისი ხსოვნის პატივსაცემად ზრუნავდა. მე პირადად, ვთვლი, რომ სამხედრო ვერტმფრენის გატაცება დანაშაულია, თანაც, როცა სულ რამდენიმე გაგაჩნია. ჩემი აზრით, არც გმირ მფრინავს გაეხარდებოდა საკუთარი სამშობლოს სამხედრო შესაძლებლობების დასუსტება.

0
1379
5-ს მოსწონს
ავტორი:იბერი92ელი
იბერი92ელი
1379
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0