![სომხური ეპარქია დაფინანსებას
მოითხოვს image](/uploads/article_images/small/4931353008290.jpg)
დღეს '"თბილისი მარიოტში" ინტერრელიგიური ჯგუფის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიამრთა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებს პრობლემები გააცნეს.
სომეხთა წმიდა სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელმა ლევონ ისახანიანმა განაცხადა, რომ ისინი საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ტაძრების დაბრუნებას ითხოვენ, საუბარია 6 ტაძარზე, რომელთაგან 5 თბილისში მდებარეობს და 1 ახალციხეში, ტაძრები რესტავრაციას საჭიროებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ მიესალმება მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსების გაზრდას და ითხოვს, რომ ბიუჯეტიდან თანხები სხვა რელიგიებსაც გამოეყოთ.
"თუ ჩვენი მრევლი გადასახადების გადამხდელთა 5%-ს მაინც შეადგენს, მაშინ ჩვენ ბიუჯეტიდან მართლმადიდებლური ეკლესისითვის გამოყოფილი თანხის 5% უნდა მივიღოთ, " – აღნიშნა ლევონ ისახანიანმა.