ვებ ტექნოლოგიები და ინტერნეტი რა "მოკლა" ინტერნეტმა? 2012, 15 ნოემბერი, 20:17 ინტერნეტის გამოჩენასთან ერთად მრავალი რამ გადავიდა მეორე პლანზე, ან სულაც დავიწყებას მიეცა. ბრიტანულმა გამოცემა Daily Telegraph-მა შეადგინა სია თუ რა "მოკვდა" ინტერნეტის გამოჩენასთან ერთად.
1)ზრდილობიანი კამათი: როგორც გაირკვა ანონიმური ინტერნეტ-მომხმარებელი საშიში რამაა. ფორუმებსა და ბლოგებში კამათისას ადამიანები ბევრ უხამსობას კადრულობენ ოპონენტის მიმართ. 2)მუსიკის ალბომის თავიდან ბოლომდე მოსმენა: რატომ უნდა უსმინო 11 სიმღერას "პლასტინაზე", მხოლოდ იმისათვის, რომ მეთორმეტე ჰიტს მიაღწიო, მაშინ როდესაც ამ ჰიტის ინტერნეტიდან ჩამოქაჩვა შეიძლება? 3)რეპუტაცია და პოლიტიკური მომავალი: თუ პოლიტიკოსი იმდენად გაუფრთხილებელი იყო, რომ რაიმე სისულელე წამოროშა, ეს მაშინვე გავრცელდება ინტერნეტში და მის კარიერაზე აისახება. 4)პუნქტუალობა: შეხვედრაზე დროულად უნდა მიხვიდე? რისთვის? ყოველთვის შეიძლება გააგზავნო შეტყობინება, რომ აგვიანებ. 5)ამაღელვებელი მომენტი, როდესაც პირველად ყიდულობ ჟურნალს უფროსებისათვის: იმისათვის, რომ ზრდასრულ ცხოვრებას შეუერთდეს ახალგაზრდას უკვე აღარ სჭირდება გაზეთის ჯიხურთან მორიდებულად დგომა. 6)სატელეფონო ცნობარი: "გუგლმა" დიდი ხანია დაასაფლავა ეს უზარმაზარი წიგნები. ახლა ნებისმიერი ნომრის ნახვა ინტერნეტში შეგიძლიათ. 7)მითი კატების გონიერებაზე: ეს ამაყი ცხოველები დაცინვის სამიზნეები გახდნენ. ინტერნეტში მრავლადაა მათი ღირსების დამამცირებელი ფოტოები წარწერებით. 8)საათი: დღეს საათი მხოლოდ იმ ადამიანებს ესაჭიროება ვინც ცდილობს თავისი შეძლებულობის გამოჩენას. სხვები დროს მობილური ტელეფონების, კომპიუტერების და ათასი სხვა მოწყობილობის საშუალებით იგებენ. 9)მუსიკალური მაღაზიები: ცნობილი მომღერლის ალბომში 100 დოლარის გადახდა თუ ინტერნეტ-პირატებისგან ჩამოქაჩვა? არჩევანი ცხადია. 10)ქაღალდის წერილები: კიდევ ცოტაც და ელექტრონული ფოსტა საბოლოოდ გაანადგურებს ქაღალდის წერილებს. 11)კარგი მეხსიერება: ვიკიპედიის გაჩენასთან ერთად თარიღების და ფაქტების დამახსოვრება აღარ არის საჭირო. წუთი კომპიუტერთან და ვარდების ომის შესახებ თქვენ უფრო მეტი იცით ვიდრე მისმა მონაწილეებმა. 12)თავისუფალი დრო: თავისუფალი დრო გახდა ინტერნეტში გატარებული დროის სინონიმი. 13)ფოტოალბომები და სლაიდები: სოციალურმა ქსელებმა დიდი ხანია შეცვალეს ჩვეულებრივი საოჯახო ფოტოალბომები. 14)ტელეგადაცემების ერთად ყურება: დრო როდესაც რაიმე საინტერესო გადაცემის დროს ქუჩები ცარიელდებოდა აღარ დაბრუნდება. ეხლა ინტერნეტში ნებისმიერი გადაცემის ყურება შეიძლება ნებისმიერ დროს. 15)ენციკლოპედიები: დამარხულის სატელეფონო ცნობარებთან ერთად. 16)საფეხბურთო მატჩების შესახებ დაგვიანებული ინფორმაცია: მატჩის მსვლელობის შესახებ ინფორმაცია ონლაინში ნებისმიერ დროს შეიძლება გაიგოთ. 17)ექიმებისა და სხვა პროფესიონალების მიმართ პატივისცემა: ექიმთან წასვლის წინ ადამიანები ინტერნეტში ეძებენ ინფორმაციას დაავადების შესახებ და ექიმთან უკვე საკუთარი დიაგნოზით მიდიან. 18)ამოუცნობი უცხოური ენები: გაუგებარი ტექსტი უკვე აღარავის აშინებს. ონლაინ-ლექსიკონები ყველაფერს თარგმნიან. 19)პირადი ცხოვრების საიდუმლოება: სოციალურ ქსელებში ადამიანების შესახებ ბევრად მეტი ინფორმაციაა ვიდრე ინფორმაცია, რომელსაც სპეცსამსახური მოიძიებდა. 20)ჩაკ ნორისის რეპუტაცია: მის შესახებ ხუმრობები ათასობითაა. სინამდვილეში ეს ყველაფერი არასოდეს მომხდარა, მაგრამ როგორ გინდა რომ არ დაიჯერო? 21)თამაშები ქაღალდითა და ფანქრებით. 22)ტრადიციული გაზეთები: ბევრად უფრო მოსახერხებელია ინტერნეტ გამომცემლობების კითხვა. 23)კონცენტრაცია: შესაძლებელია, თუ არა კომპიუტერში რაიმე ტექსტი ბოლომდე ისე დაწერო, რომ ფოსტა არ შეამოწმო ან სეციალურ ქსელში არ შეირბინო? დიახ, ამისათვის ძალინ დიდი გამძლეობა გჭირდებათ. 24)გეოგრაფიის ცოდნა: სხვადასხვა მოწყობილობების საშუალებით ადამიანი უპრობლემოდ გაიკვლევს გზას ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე. ასე, რომ გეოგრაფიის ცოდნა არც ისე აუცილებელია. 26)მნიშვნელოვანი მატჩების წინ ადამიანების ბრბო ბუკმეიკერებთან. 27)თქვენი საუზმე, სადილი და ვახშამი. უფრო საინტერესოა ბუტერბროდის ჭამა კომპიუტერთან ჯდომისას არა? 456 17-ს მოსწონს
|