მამას...
შენი განრისხების უკან,
მუდამ, სევდა იყო დიდი,
შენი ღრმა თვალების
მარად, ბავშვებს,
გულში გვქინდა, რიდი,
ნუთუ მოგონებად დარჩა,
შენი მოყოლილი საგა,
შენი ნამღერები ნანა,
იცი? მომენატრა მამა...
ზამთრის სუსხიანი ღამე,
თოვლით დათრთვილული ხედი,
შენი თბილი ხელი მხარზე,
ვბჭობდით... აღარ მახსოვს რაზე...
დღეს კი, სევდიანი მზერა,
დარდი, მაგ უძირო თვალთა,
ეხლა, გაყინული ხელი
ჩემი გასათბობი გახდა...
ისევ მოიტანა სევდა,
ჩვენკენ მონაბერმა ქარმა,
და, რაც გაწყენინე დღემდე
იქნებ, მაპატიო მამა...