x
ბაჩანა ახალაია: დამნაშავე თუ მსხვერპლი?!
ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, ბ-ნი (ეგრემც მაგას და მაგის ბატონობას შეურცხვეს ცხვირი) ბაჩანა ახალაია უდავოდ მძიმე კატეგორიის კრიმინალად მიმაჩნდა. თუმცა, ამ სამიოდე დღის წინ მისი დაპატიმრების შემდეგ ჩაწერილი ინტერვიუ წავიკითხე და გული სევდით, თვალები კი ცრემლით ამევსო(ასე მემართებოდა პრეზიდენტის გამოსვლებისასაც).

საქმე იმაშია, რომ ამ ინტერვიუს თუ დავუჯერებთ, ბ-ნი ბაჩანა მსხერპლია. ვისი???? ვისი და თავისი სიჩუმისა და თავმდაბლობის, რომ თურმე იმიტომ აუჯანყდა ქვეყანა, რომ არ უყვარდა ბაჩანა ახალაიას თავისი გაკეთებული საქმეებით თავის მოწონება და ტრაბახი.

და კიდევ ერთხელ ქართველი ადამიანის უმადურობა გამახსენდა. ბუნებრივი კანონზომიერებაა: დედა იმ შვილს უტენის ლუკმას პირში, რომელიც ყველაზე მეტს ჩხავის... არ ჩხაოდა, თურმე ბ-ნი ახალაია და იმიტომ სჯიან. მდააააა

სად არის ახლა შალვა ნათელაშვილი, შთაგონებით გვეტყოდა ყველას:"ფურთხის ღირსი ხარ, შენ საქართველოვ!!!"


ასე დაუნდობლად ვიცით ღირსეული ადამიანის ფეხქვეშ გათელვა. კაცი დღე და ღამე გასწორებული ჰქონდა ჩვენზე ფიქრით და დარდით. ჩვენ კი ავდექით და ციხეში ვუკარით თავი.

ეჰ, ბატონო როლანდ, მტრები გყავთ, მტრები. სრულიად საქართველოა თქვენი მტერი (ნუ, ახლა თუ თეა თუთბერიძეს არ ჩავთვლით და ნუგზარ წიკლაურს). უსამართლობის მსხვერპლად იქეცით მთელი ოჯახი. ჩაატანეს თქვენი ბაჩანა დემოკრატიის ციხის კედელს. მაგრამ მინდა, მჯეროდეს, სანთელ-საკმეველი გზას არ დაკარგავს. თუ დაკარგავს და აგერ არ არის დიადი თეა თუთბერიძე??? ფეხებზე რკინის ქალამნებს ჩაიცმევს, რკინის ჯოხს დაიკავებს და "სამართალს" იპოვნის. ისე, საიდუმლოს გაგიმხელთ და მარტო მაგის იმედზე ნუ დარჩებით: რამდენს შეძლებს განა ეს თითისტოლა ქალი?! არც ზუგდიდელი მეზობლების მობილიზება გიშველით... უფრო მაღალ ეშელონებში ეძიეთ სამართალი. მაგალითად, მისტერ რასმუსენთან. კეთილი თვალები აქვს მისტერ რასმუსენს და ეგებადა, მოახერხოს კიდეც რამე. შეკრიბეთ მთელი საბავშვო ბაღი: აკო, დათა, პალიკო, ბევრი გიგი, გოკა... მოუჩლიფეთ ენა რასმუსენს და უშველეთ ბაჩანუკის, უშველეთ, თორემ გვენგრევა თავზე ჯარიც, სასჯელაღსრულებაც და შინაგან საქმეთა სამინისტროც!

1
39
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ია ქობულია
ია ქობულია
39
  
2012, 15 ნოემბერი, 22:40
დამნაშავე, რომელიც თავის მსხვერპლს როგორიც არ უნდა ყოფილიყო და რა დანასაულიც არ უნდა ჩაედინა ანადგურებდა ყველანაირი ხერხებით. ფაშისტი და სისხლისმსმელი, სატანა და არაკაცი რომელსაც არაფრად უგირდა ადამიანის სიცოცხლე
0 1 1