x
image
კიხოდი
პირველი საქორწინო სურათი - 88 წლის შემდეგ
imageრენესანსის ეპოქაში ფუფუნებად ითვლებოდა ფერწერული ნამუშევარი სადაც ახლად დაქორწინებულები იყვნენ ასახული. მაშინ ყველაზე დაბალხარისხიანი მხატვრის ანაზღაურება დაახლოებით 2000$ შეადგენდა. ამიტომ ასეთი სურათები მხოლოდ დიდგვაროვნებს და ძირითადად ვაჭრის ოჯახებს გააჩნდათ.

ალბათ ყველასთვის წარმოუდგენელი იქნებოდა მსგავს რამეზე ანუ საქორწინო ფოტოზე ვინმეს მთელი გულით ეოცნება თუმცა ასეთი წყვილი აღმოჩნდა ჩინეთში, 101 წლის კონხანი და 103 წლის სონშიმი. საქმე იმაშია რომ როდესაც ისინი შეუღლდნენ და ოფიციალური ქორწინება გამართეს - 88 წლის წინ ფოტოაპარატი ჩინეთში დიდგვაროვნებსაც კი არ ჰქონდათ.

ფოტოების შესახებ მათ ერთ - ერთ გაზეთში ამოიკითხეს რომ, ევროპაში არსებობს ყუთი რომელსაც შეუძლია მომენტი რომელშიც ბედნიერი ხარ სამუდამოდ დაიმახსოვროს.

გაზეთში ამოკითხული ამბის დღიდან ეს წყვილი ოცნებობდა საქორწინო სურათზე. იმ კადრის გაჩერებაზე რომელიც მათ მხოლოდ ერთხელ განიცადეს და როგორც ამბობენ ეს დღე მათ სიცოცხლეში ყველაზე ბედნიერი დღე იყო.



წყვილმა ამ ოცნების შესახებ საკუთარ შვილიშვილებს გაანდეს, შვილიშვილებმა საკუთარ მეგობრებს უთხრეს, შემდეგ მეზოლებს და ასე გაიგო მთლიანმა ქალაქმა წყვილის აუხდენელი ოცნების შესახებ. მოსახლეობამ გადაწყვიტა ამ წყვილს დახმარებოდნენ, მართალია უკან, წარსულში დროის მანქანით მათ ვერავინ დააბრუნებდა რათა სურათი გადაეღოთ მაგრამ მოქალაქეებმა დაწერეს თხოვნა ქალაქის ხელისუფლების სახელზე. ამ თხოვნას მოსახლეობის 80 პროცენტი უჭერდა მხარს.



ხელისუფლებაც რის ხელისუფლებაა თუ საკუთარი მოქალაქეების ბედნიერებაზე არ იზრუნებს. გამოაწყვეს ღრმად მოხუცებული წყვილი საქორწინო კაბასა და კოსტუმში, დააჭერინეს ხელში თაიგული და სამახსოვრო ფოტო გადაუღეს 88 წლის დაგვიანებით. როგორც მეუღლეებმა განაცხადეს მათ ამ სურათმა დიდი ხნის ოცნება აუსრულა და უზომო ბედნიერება მოჰგვარა.

0
300
2-ს მოსწონს
ავტორი:კიხოდი
კიხოდი
300
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0