x
ღვთის არსებობის დასაბუთების არგუმენტები

არსებობს ღმერთის არსებობის დასაბუთების რამდენიმე არგუმენტი. ესენია : ონტოლოგიური არგუმენტი, რომელიც ჩამოაყალიბა არქიეპისკოპოსმა ანსელმა მე–11 საუკუნეში, რომლის მიხედვითაც თუკი ღმერთი არის უზენაესი ყოვლადსრულყოფილი არსება, მაშინ ეს აბსოლიტური სრულყოფილება გულისხმობს მის არსებობას. პირველმიზეზის არგუმენტი (არისტოტელე, თომა აქვინელი) რომლის მიხედვითაც მიზეზშედეგობრივ ჯაჭვში აუცილებლად უნდა არსებობდეს ისეთი ისეთი რგოლი რომელიც თვითონ იქნება თავის თავის არსებობის მიზეზი, ასეთია ღმერთი. ჩანაფიქრის არგუმენტი (უილიამ პელი) სამყაროში ყველაფერი ისე ჰარმონიულად არის მოწყობილი რომ ის ვერ წარმოიშობოდა შემთხვევით, აულიბელად სჭირდებოდა ოსტატი ვინც ამ მანქანას ააწყობდა, ასეთ იყო ღმერთი. მორალური არგუმენტი (იმანუელ კანტი, თეოდორ დოსტოევსკი) ღმერთის თეორიული დასაბუთება შეუძლებელია, ის ფიზიკური აუცილებლობით კი არ საბუთდება არამედ მორალურ ზნეობრივ საფუძველზე. თუ ღმერთი არ არსებობს ყველაფერი დასაშვებია, მაშასადამე დოსტოევსკის აზრით ღმერთი მორალია. პრაგმატული არგუმენტი (უილიამ ჯემსი) ჭეშმარიტია ის რაც სასარგებლოა, რა უფრო სასარგებლოა სიკვიდლის შემდეგ არსებობის გაგრძელება თუ ამგვარი პერპექტივის გარეშე ცხოვრება, ამიტომაც უნდა დავუშვათ ღმერთის არსებობა, იმისათვის რომ ადამნიანის სიკვდილის შემდეგ არსებობა უფრო დასაშვები იყოს.

0
412
1-ს არ მოსწონს
ავტორი:გიუს
გიუს
412
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0