![დაქტილოსკოპია ( ხელის კვალი) image](/uploads/article_images/small/128791352923122.jpg)
დაქტილოსკოპია არის კრიმინალისტიკური მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის თითის ანაბეჭდის მიხედვით პიროვნების დადგენას. თითებზე განლაგებულია ეგრეთწოდებული დვრილოვან ქარგები, რომლებიც არცერთ სხვა ადამიანში არმეორდება. მე-20 საუკუნეში ფრენსის გალტონმა დაადგინა დვრილოვანი ქარგების ინდივიდუალურობა და უცვლელობა და მოახდინა მათი კლასიფიკაციაც.
![დაქტილოსკოპია ( ხელის კვალი) image](/uploads/article_images/small/128791352923380.jpg)
დვრილოვანი ქარგების კონფიგურაცია შეიძლება იყოს მსგავსი თუმცა მაინც განსხვავდება ხაზების რაოდენობით, ზომებითა და განლაგებით.
ეს ეხება ტყუპებსაც . ტყუპები შეიძლება იყვნენ ერთი ან სხვადასხვა კვერცხუჯრედიდან განვითარებულნი, თუმცა მრავალჯერ დადასტურდა, რომ ეს არ მოქმედებს დვრილოვან ქარგებზე, ისინი მაინც განსხვავებულია.
ინგლისში მე-20 საუკუნის მიჯნაზე ცხოვრობნდენ იდენტური ტყუპები - ძმები ებენეზერები, რომლებიც იმდენადდ გავდნენ ერთმანეთს, რომ ხანდახან ციხეშიც ცვლიდნენ ერთმანეთს.
მათი იდენთიფიკაცია მხოლოდ მათთვის თითის ანაბეჭდების აღებით გახდა შესაძლებელი.
![დაქტილოსკოპია ( ხელის კვალი) image](/uploads/article_images/small/128791352923416.jpg)
დვრილოვან ქარგებს ახასიათებთ აღდგენის უნარი.
პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც დამნაშავეები ხშირად იზიანებენ განზრახ დვრილოვან ქარგებს, მიუხედავად ამისა შესაძლებელია მათი პირვანდელი სახით აღდგენა.
ეს მეთოდი საკმაოდ ხელსაყრელია მსხვერპლის პიროვნების იდენთიფიკაციისას.