x
მეტი
  • 05.07.2024
  • სტატია:135789
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510179
ცუდი ჯარისკაცები და კარგი სახელმწიფო

imageამერიკაში აგორდა სამხედრო სკანდალი, რისი მიზეზიც ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვიდეორგოლი გახდა, რომელზეც ამერიკელი საზღვაო ქვეითებო დახოცილი თალიბების გვამებს აშარდავენ.ბუნებრივია, აშშ–ის საზღვაო ძალების ხელმძღვანელობამ და პენტაგონმა ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.მეტიც, პენტაგონმა ვიდეოს ნამდვილობაც აღიარა და ორი საზღვაო ქვეითიც ამოიცნო.უფრო ადრე, 2011 წლის ნოემბერში, უკვე გაასამართლეს ამერიკელი სერჟანტი, რომლის ხელმძღვანელობითაც ამერიკელი ჯარისკაცები ავღანელებს საკუთარი ახირებისამებრ ხოცავდნენ, ხოლო მათი თავის ქალებსა და სასქესო ორგანოებს ნადავლად ინახავდნენ.ამ ფაქტების გამო პენტაგონი არ ერიდება აღშფოთების გამოხატვას და საჯაროდაც აღიარებს, რომ მსგავსი საქციელი ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების პათოსს.მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში პატიოსანი გვამები, ძირითადად, ასევე პატიოსანი გვამებისთვის ნამუსის მოწმენდით არიან დაკავებულნი, ისევ და ისევ, გამოდის, რომ არ არსებობს კარგი და ცუდი შეიარაღებული ძალები, ისევე, როგორც არ არიან კარგი და ცუდი პოლიტიკოსები, არსებობს კარგი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დემოკრატიული)და ცუდი (არადემოკრატიული)პოლიტიკური სისტემები.

0
24
8-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0