x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135695
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510082
ჯენიფერ ლოპესის სილამაზის საიდუმლო
image

ჯენიფერ ლოპესის გამოსვლებს თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელოდებიან-იქნება ეს სცენაზე თუ წითელ ხალიჩაზე- თითოეული ეს გამოსვლა ლამაზ სანახაობად გადაიქცევა ხოლმე.

ჯენოფერ ლოპესის გარეგნული იერსახე ყოველთვის შთამბეჭდავია, მის სილამაზეზე ვიზაჟისტების გუნდი არაჩვეულებრივად ზრუნავს.


ხელოვნური წამწამები


ჯენიფერი ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავი იყო, რომელიც წითელ ხალიჩაზე ხელოვნური წამწამებით გამოჩნდა, წამწამები ბუნებრივი ბეწვისგან იყო დამზადებული. ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე 2001 წელს ჯენიფერის მიერ არჩეული Chanel-ის ნაცრისფერი ორგანზისგან შეკერილი კაბა უჩვეულო მაკიაჟს ითხოვდა, ამიტომ ჯენიფერის სილამაზეზე მზრუნველმა გუნდმა მოახდინა მცირე რევოლუცია, მათ ჯენიფერის გამოხედვას მეტი გამომხატველობა შესძინეს ხელოვნური წამწამებით. რბილი, ფუმფულა და უჩვეულო წამწამები აღმოაჩინეს იაპონელ ვიზაჟისტთან შუ უემურასთან, წამწამები მელიის ბეწვისგან იყო დამზადებული.

image

image


ბრინჯაოსფერი ნამზეური

ვიზაჟისტი სკოტ ბარნსი მრავალი წლის განმავლობაში ჯენიფერის სილამაზეზე პირადად ზრუნავდა. სწორედ მან გადაწყვიტა აქცენტი გაეკეთებინა მომღერლის ლათინოამერიკულ ფესვებზე და მის სახეს თბილი ოქროსფერი ელფერი მიანიჭა. ვიზაჟისტმა შესაფერისი ბრონზერი ვერ იპოვა, ამიტომ თავად შეურია ყავისფერი ჩრდილი, დამატენიანებელი კრემი და სხვადასხვა ფერის ბრონზერები.

image


სხეულის ფორმა

ჯენიფერ ლოპესის გამოჩენამდე განიერი თეძოები და დიდი საჯდომი ჰოლივუდში მისაღები არ იყო. მაგრამ მომღერალმა თავისი "ნაკლი" ღირსებად გადააქცია. ის არაერთხელ დასახელდა პლანეტის ყველაზე ლამაზ და სექსუალურ ქალბატონად, ხოლო დიზაინერები კი იბრძვიან მისი სხეულის შესამოსად.

image

image


ვარცხნილობა

ჯენიფერის თმის ვარცხნილობა მრავალფეროვნებით გამოირჩევა-აფუებული და დასწორებული თმა, თმის კონებისგან შექმნილი ნაირგვარი "გვირგვინი". თითქოსდა ყოველი გამოსვლის წინ ჩვენ წინაშე " ახალი" ჯენიფერი ჩნდება. რაც შეეხება თმის შეღებვას, მის თმებს ყოველთვის ერთიდაიგივე ტექნიკით-ომბრე- ღებავენ. რის შედეგადაც თმა ორ ერთმანეთში გარდამავალ ფერად იღებება.

image
image
image
image
image


ცხოვრების ჯანსაღი წესი

კარიერის დასაწყისში ერთ-ერთმა აგენტმა ჯენიფერს დიეტის დაცვა შესთავაზა და ის მაშინვე ამოვარდა მეგობრების სიიდან. მომღერალი აქტიურად არის დაკავებული სპორტით: მონაწილეობს ტრიატლონში და ასევე ყოველდღიურად რამდენიმე სთ-ის განმავლობაში ცეკვავს.

image



0
165
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0