ტექნოლოგიური სიახლეები Samsung-ი მობილურის დრეკადი დისპლეით გამოშვებას აპირებს 2013 წელს. 2012, 14 ნოემბერი, 9:55 უმსხვილესი სამხრეთ კორეული კომპანია Samsung -ი 2013 წლიდან აპირებს დაიწყოს მობილურების წარმოება დრეკადი ეკრანით.ამის შესახებ იუწყება "Wall Street Journal"-ი.დრეკადი დისპლეი ბევრად უფრო პერსპექტიული და პრაქტიკული იქნება.იგი შეცვლის მინისგან დამზადებულ ტრადიციულ ეკრანებს.ასეთი პლასტიკისგან დამზადებული ეკრანი უფრო მსუბუქია, ადვილად გადაიტანს დარტყმებს, არ გატყდება. "Wall Street Journal" -ის ინფორმაციის თანახმად, კომპანიის Samsung Display-ის განყოფილება დისპლეის შემუშავების დასკვნით ეტაპზე იმყოფება, პირველი ამ ტიპის ეგზემპლიარები უკვე მოსალოდნელია, რომ მომავალი წლის პირველ ნახევარში გამოჩნდეს.აღსანიშნავია, რომ დრეკად ეკრანებზე მარტო Samsung-ი არ მუშაობს, კონკურენტ ფირმებს "არ სძინავთ" და აქტიურად მუშაობენ ანალოგიურ ტექნოლოგიებზე. 78 2-ს მოსწონს
|