x
image
violet
ქართველი ექიმი რომელმაც უცნობი ბრაზილიელი გოგონას გადასარჩენად თავი გაწირა
image მინდა ამ საოცარი ისტორიის შესახებ მოგითხროთ რომელიც ადრეულ ბავშვობაში მოვისმინე და ღრმად ჩამრჩა მეხსიერებაში.ალბათ ბევრმა თქვენგანმაც იცის ეს ისტორია და მოდით ერთად გავიხსენოთ ეს დიდებული ადამიანი, გამოჩენილი ქართველი ექიმი იოსებ ჟორდანია, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.


1923 წელს მან დაამთავრა პეტროგრადის სამხედრო სამედიცინო აკადემია, 1939 წლიდან იყო ამავე აკადემიის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი. 1942წლიდან დაინიშნა საბწოტა კავშირის არმიის მთავარ გინეკოლოგად, 1944 წლიდან დინიშნა მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის გამგედ.

1950 წლიდან დაინიშნა საბჭოთა კავშირის მთავარ გინეკოლოგად.


1958 წელს იგი სამუშაოდ თბილისში გადმოვიდა და დაარსა სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტი.



იოსებ ჟორდანია დაიღუპა 1962 წლის 20 აგვისტოს რიო დე ჟანეიროს მახლობლად თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, ცეცხლმოდებული თვითმფრინავი ოკეანეში ჩავარდა.მან იმის მიუხედავად რომ ცურვა არ იცოდა თავის მაშველი რგოლი უბილეთო გოგონას დაუთმო.


იოსებ ჟორდანია დაკრძალულია თბილისში.



იოსებ ჟორდანიას ძალიან ლამაზი ბალადა მიუძღვნა პოეტმა შოთა ნიშნიანიძემ, გთავაზობთ ნაწყვეტს....


''თქვენ დიდი ერის შვილი ხართ, ო, დიდი ერის, მისის,

ქვეყანამ იცის ამიტომ დიდებულება მისი.


თქვენ დიდი ერის შვილი ხართ, მაგრამ იცოდეთ ბარემ,

არის პატარა კოლხეთიც-დიდთა რაინდთა მხარე.


მისის თქვენ უკვე გათხოვდით, თქვენ უკვე გქვიათ დედა,

ბედნიერი ხართ ძვირფასო, ბედნიერი ხართ მეტად,

და ვინც სიცოცხლე გაჩუქათ, თუ გახსენდებათ ნეტა?


თქვენ გესიზმრებათ ის კაცი, და ვერ ივიწყებთ, რადგან

მაშველი რგოლი იმ სულმნათს შარავანდედად ადგას


მობრძანდით როგორც შვილობილს, ისე მიგიღებთ, მისის

მობრძანდით, ძველი ერი ვართ, ვის როგორ დავხვდეთ, ვიცით."


10
1900
18-ს მოსწონს
ავტორი:violet
violet
1900
  
2012, 22 ნოემბერი, 1:00
გაიხარე! უღრმესი მადლობა:)
2012, 22 ნოემბერი, 0:59
მალადეც ძმაო,ყველაფერი კარგი გაქვს,ვიდეოები სტატიები სურათები სგ
2012, 18 ნოემბერი, 2:14
არაფრის
2012, 18 ნოემბერი, 2:00
გმადლობ!!!
2012, 18 ნოემბერი, 1:54
საღოლ კარგი სტატიაა
2012, 16 ნოემბერი, 16:33
დიდი მადლობა:)
მადლობა, რომ ეს ადამიანი გაგვახსენე!!! კარგი სტატიაა :)
2012, 14 ნოემბერი, 21:54
კი, ასეთები საუკუნეში ერთხელ იბადებიან
2012, 14 ნოემბერი, 21:42
ნამდვილად დიდებული ადამიანი იყო:)
2012, 14 ნოემბერი, 21:41
მეც ბავშვობიდან მახსოვს ეს ისტორია. კარგი კაცი იყო, ღმერთმა აცხონოს
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10