x
ის კი არ მითხრეს რომ ტყუილია ეს სიყვარული

ის კი არ მითხრეს, რომ ტყუილია ეს სიყვარული
და ჭეშმარიტი სიძულვილის ანტი სადღაც სისხლად მიგუბებს...
ის კი არ მითხრეს, რომ შეუვალი სულის პატრონი ხარ
და შენი გრძნობა მე გამაგიჟებს...
მათრობს, მასუსტებს, მახრჩობს და მატირებს...
მიყვარხარ? მძულხარ? მითხარი რა მჭირს…
მითხარი, თორემ მათ ეს არ მითხრეს, imageარ მითხრეს რომ შენ გეთქვა, ეგოვ წუთიერი ქმრის...
ქარებს გავატან ჩემს ნაფანტ მარგალიტს....
სხვას მოვუყვები შენს ნანატრ სიტყვებს...
მითხრეს, მიყვარხარ...
მითხრეს, შორს ნაპირს, შორს ნაპირს,
შევიცნობ შენს თავს, ჩემი სულით ნაფიცს...

ის კი არ მითხრეს, არ მითხრეს ამათ....
რომ მყვარებიხარ ოდესღაც, მაშინ,
როცა შენ ჩემი იყავი სულის...ნაწილი...
მე კი ვიყავი შენი წამის წამი...
და მყვარებიხარ, კი, მყვარებიხარ და გყვარებივარ ოდესღაც, მაშინ,
როცა მორჩა ეს ბორბალთ-ბრუნება და ცდუნებაში გაგცვალე, მაშინ...
ამიტომ ახლა არ მითხრეს, არა....
რომ ისევ გძულდე, მე კი მიყვარდე....
და დავიტანჯო ათვლებით წამის...
შენ კი უსიტყვოდ მე მიყურებდე....
არ დავიჯერებ, რომ სულ გავიდა
ის მარადიულ მტვერთა მტვერებში...
მინდა გახსოვდეს წამთა სრიალში
და მინდა მოვკვდე მე შენს ფერხთ და შენს ხელებში....

იუნა შაფათავა
მგონი მარტი, 2012

1
159
13-ს მოსწონს
ავტორი:yuna
yuna
159
  
2012, 13 ნოემბერი, 22:27
მომწონს ლამაზმანები ღრმა სინაგანი სამყაროთი:D:D
0 1 1