სხვა მის დედამიწა 2012 2012, 13 ნოემბერი, 21:37 ფილიპინებში ერთი კვირაა უკვე რაც "მის დედამიწა 2012"-ი დაიწყო. მსოფლიოს ყველა მხრიდან ჩავიდნენ ფილიპინებში გოგონები, რათა სილამაზის კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. ეს კონკურსი, პრესტიჟის მიხედვით, მესამე ადგილზეა კონკურსებს შორის, მთელ მსოფლიოში და ყველაზე მასიურად ითვლება. კონკურსი იმით არის განსაკუთრებული, რომ მასში მონაწილეობის მისაღებად მთავარი კრიტერიუმი არ არის სილამაზე. პირველ რიგში ფასდება საკონკურსო ვიდეო მიმართვა, რომელშიც გოგონები თავის პოზიციას აფიქსირებენ მსოფლიოში ეკოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით. კონკურსში დაახლოებით მონაწილეობს 90 ლამაზი გოგონა პლანეტის სხვადასხვა კუთხიდან. "მის დედამიწა 2012"-ი დაიწყო 7 ნოემბერს და ფინალი 24 ნოემბერს გაიმართება. სამწუხაროდ საქართველო არ მონაწილეობს ამ კონკურსში 277 7-ს მოსწონს
|