x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
ნუმეროფობია
image

"მათემატიკა სამყაროს ენაა", ამბობდა პითაგორა. ციფრებს კაცობრიობის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ყველა ცივილიზაციისთვის უდიდესი დანიშნულება ჰქონდათ. ეზოთერიკული თვალსაზრისით ყველა ციფრს საკუთარი ენერგია გააჩნია, აქედან გამომდინარე ზოგიერთი ციფრი (უფრო სწორედ რიცხვი) არა თუ შორეულ წარსულში, არამედ დღესაც კი ბევრ ადამიანს და თავსატეხს უჩენს და აშინებს კიდეც. მაგალითად, ცნობილია შიში 13 რიცხვისადმი, რომელსაც ტრისკაიდეკაფობია ეწოდება.


ავიაკომპანია "კონტინეტალ ეარლაინზის" თვითმფრინავებში არ არის სავარძლების მე-13 რიგი – იქ მე-12 რიგს პირდაპირ მე-14 რიგი მოსდევს. სავარძლების სწორედ ასეთი განთავსებაა "ეირ ფრანსის", "ეირ ტრანის" და "იბერიასვ ავიაკომპანიების თვითმფრინავებში.


"შესაძლოა, ვიღაცამ საკმაოდ დიდი ხნისა წინ, არც ვიცით ზუსტად როდის, გადაწყვიტა გაეუქმებინა თვითმფრინავებში სავარძლების მე-13 რიგი", – ამბობს მარტინ დელეონი, რომელიც კომპანია "კონტინეტალ ეარლაინზის" წარმომადგენელია: "თუმცა ჩვენ ამ ნუმერაციას ვიყენებდით, თუნდაც იმის გამო, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში 600-მდე საჰაერო ხომალდის ნუმერაციის გადაკეთება მოგვიხდებოდა".
"მგზავრებთა უმეტესობა უარს აცხადებს ამ ადგილებზე ჯდომაზე", აცხადებს ჰუდი გრემ-უივერი, კომპანია "ეარ ტრანის" წარმომადგენელი: "არა აქვს მნიშვნელობას, გვწამს თუ ჩვენ მსგავსი ცრურწმენების, მაგრამ ვითვალისწინებთ მგზავრების უმეტესი ნაწილის აზრს".
ცრურწმენები ყველა კულტურაში გხვდება, მაგალითად, იაპონიაში თითქმის ყველა გაურბის ციფრს 4-სა და 9-ს, იმიტომ, რომ 4–ის იაპონური სახელწოდება ძალზე მოგვაგონებს სიტყვას "სიკვდილი", ხოლო ციფრი 9-ის სახელწოდების ჟღერადობა ძალზე ჰგავს სიტყვას "წამება". გარდა ამისა, იაპონიაში ციფრი 13-იც დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, მათ კულტურაში, მის საწინააღმდეგო არაფერია, მაგრამ მათთან ეს ცრურწმენა ევროპიდან არის შესრული.
რიცხვი 17 უიღბლოდ ითვლება იტალიაში, საქმე იმაშია, რომ თუ მას რომაული ციფრებით ჩავწერთ და მას ანბანის შესატყვის ასოებს შევუსადაგებთ, გამოვა ფრაზა "მე ვიცოცხლე". ავიაკომპანიამ "ლუფტ ჰანზა" ამ მოტივით უარი განაცხადა მე-13 და მე-17 რიგებზე. მაგრამ გამონაკლისებიც გხვდება, მაგალითად "ალ იტალიამ" ამ ცრურწმენას ყურადღება არ მიაქცია და ბოინგ-777-ზე სავარძლების მე-13 რიგიც დაამონტაჟა.
ბევრი ავიაკომპანია უარს აცხადებს მე-13 რეისზე, ამ მხრივ ყველაზე შორს კორელეები წავიდნენ და ქალაქ სეულის აეროპორტიდან ვერასოდეს ვერ ნახავთ მე-4, მე-13 და 44-ე რეისებს.
თუმცა ცრურწმენები არა მხოლოდ ნეგატიური არსებობს – მაგალითად, აშშ-ს ავიარეისები მომხარებელს "ბედნიერ რეისებს" სთავაზობენ, ნომრებით 777 და 771 (თუმცა იმ თვითმფრინავების რეისების ნომრებიც, რომლებიც 2001 წლის 11 სექტმბერს შეეჯახნენ, ცნობილ "ტყუპებს", იყო 77 და 11).
თუ დასავლური კულტურისთვის ბედნიერ ციფრებად 7 და 11 ითვლება, ჩინეთში ბედნიერი ციფრი არის 8. ვინაიდან 8-ის სახელწოდება ჰგავს სიტყვას "გამდიდრება". ამასთან დაკავშირებით, ავიაკომპანია "კონტინეტალ ეარლაინზმა" მოხერხებულობა გამოჩინა და პეკინიდან-ნიუ-ორკამდე 88-ე რეისი დანიშნა, რომლის ბილეთის ღირებულობაც 888 დოლარია.
ციფრი 7 უიღბლო აღმოჩნდა კორეული ავიახაზების მგზავრებისთვის, მათი თვითმფრინავი, რომელიც 1983 წელს 007 რეისით მოფრინავდა, ჩამოგდებული იქნა რუსული ავიაგამანადგურებლის მიერ. საქმე იმაში იყო, რომ სამგზავრო თვითმფრინავმა უნებლიედ დაარღვია რუსეთის საჰაერო სივრცე.
როგორ არ დავიჯეროთ, რომ ავიარეისის ნომერი 191 უიღბლოა, როდესაც რამოდენიმე ავიაკომპანიამ დაკარგა თვითმფრინავები, რომლებიც რეისებს ამ ნომრით ასრულებდნენ. ავიაკომპანიების დიდი ნაწილი ავარიების შემდეგ დაღუპულთა ნათესავებისა და ახლობლების მიმართ პატივისცემის ნიშნად, როგორც წესი, წარუმატებელ რეისების ნომრებს აუქმებს.
სასტუმრო ბიზნესში ცრურწმენები კიდევ უფრო დიდი მასშტაბისაა. აკაპულკოს, სან-ხოსეს, კვებეკისა და ვანკუვერის სასტუმროებში მე-13 სართული არ არსებობს. აზიურ ქვეყნებში ბევრ სასტუმროში მე-4 სართული არ არსებობს. გარდა მისა, სასტუმროებში ვერ შეხვდებით ოთახებს, ნომრებით 666 და 1313. ზოგიერთ სასტუმრშო ასეთ ნომრებს უთანხმოებები ხდებოდა – ადმინისტრაციას ხშირად უწევდა კარზე, ნომრის აღმნიშველი აბრის დამაგრება, რადგან სტუმრებს ეს აბრები... სამახსოვროდ მიჰქონდათ.
სასტუმრების ცრურწმენებს მოჩვენებებთან დაკავშირებული ისტორიებიც ახლავს. ერთ-ერთი ისტორია მოგვითხრობს, სასტუმრო "შატო-ფრონტენაკზე" (კვებეკი), რომელმაც სახელწოდება გრაფ დე ფრონტენაკის წყალობით მიიღო. სიკვდილის წინ გრაფმა ინება, რომ მისი გული გარდაცვალებისთანავე მისი საცოლისთვის ევროპაში გაეგზავნათ, მაგრამ საცოლემ ამგვარი ძღვენი არ მიიღო და უკან კვებეკში გამოაგზავნა. მას შემდეგ ხალხს სწამს, რომ გრაფის აჩრდილი სასტუმროში დასახლდა.
გადმოცემით, ლონდონის "ჰიტროუს" აეროპორტში რამოდენიმე მოჩვენება "სახლობს". ერთ-ერთი მათგანი დიკ ტერპინია, ყაჩაღი, რომელიც XVIII საუკუნეში ჩამოახრჩეს. მის აჩრდილს ხშირად ხედავენ შავ ცხენზე ამხედრებულს აეროპორტის სიახლოვეს.
აქ ასევე "სახლობს" მამაკაცის აჩრდილი, რომელიც ბელგიური თვითმფრინავის ავარიის დროს 1948 წელს დაიღუპა. მის აჩრდილს ხშირად ასაფრენ ბილიკებზე ხედავენ. "ჰიტროუს" აეროპორტის კიდევ ერთი "მოსახლე" არის გრძელთმიანი აღელვებული ბიზნესმენი, რომელიც აეროპორტის თითქმის ყველა ადგილას ჩნდება და აგრესიულობით გამოირჩევა.
"ამერიკან ეარლაინზის" რეისი 191-ის ავარიის შემდეგ, რომელიც 1979 წელს მოხდა, ადგილობრივი მოსახლეობა კატასტროფის ადგილას თეთრი აალებაზე ალაპარაკდა. ძაღლები ამ ადგილას ყმუილს იწყებენ, ხოლო იქ მაცხოვრებელი ადამიანები ჰყვებიან უცნაურ ღამის სტუმრებზე, რომლებიც მათ კარზე აკაკუნებენ და დაკარგულ ჩემოდნებს ეძებენ(?!).
ერთ-ერთი უცნაური ისტორია კი უკავშირდება 1971 წელს ჩამოვარდნილ თვითმფრინავს, რეისით 401 ("ისტერნ ეარლაინზი"). თვითმფრინავის ნამსხვრებებს შორის უამრავი დაუზიანებელი ნაწილი იქნა ამოღებული, რომელიც სხვა თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებად გამოიყენეს. ამ თვითმფრინავების მგზავრები და ეკიპაჟი კი დაბეჯითებით აცხადებდნენ, რომ ბორტზე ნახეს დაღუპული თვითმფრინავის კაპიტანი ბობ დოფტი და ბორტ-ინჟინერი დენე რიპო.


სტატის ავტორი: გიორგი მირუაშვილი
1
124
2-ს მოსწონს
ავტორი:damsjeli666
damsjeli666
124
  
2012, 14 აპრილი, 8:16
საინტერესოა.13 ჩემი იღბლიანი რიცხვია
0 1 1