კინო ფილმი, რომელსაც უნდა უყუროთ - ''ძვირფასო ფრენკი'' 2012, 13 ნოემბერი, 13:24 ვაგრძელებ რუბრიკას კინოზე და გთავაზობთ მორიგ ფილმს, ამჯერად სენტიმენტალური სცენების მოყვარულ მაყურებელს. ''ძვირფასო ფრენკი'' ბრიტანელი რეჟისორის შონა აუერბახის ნამუშევარია, ემილი მორტიმერის, ჟერარდ ბატლერის და ჯეკ მაკელჰონის მონაწილეობით. სცენარი, რომლის ავტორია ანდრეა გიბი, ახალგაზრდა მარტოხელა დედაზე მოგვითხრობს, რომელსაც შვილისადმი სიყვარული აიძულებს დაიცვას იგი მტკივნეული სიმართლისაგან მისი მამის შესახებ. ლიზი მორისონი(ემილი მორტიმერი) და მისი 9 წლის ყრუ-მუნჯი შვილი, ფრენკი(ჯეკ მაკელჰონი) ხშირად იცვლიან საცხოვრებელ ადგილს, რომ მიუწვდომელნი იყვნენ ლიზის მოძალადე, ყოფილი ქმრისათვის. დედა-შვილს თან ახლავთ ბებიაც, ჯიუტი და კეთილი ქალბატონი ნელი, რომელიც გამუდმებით სიგარეტს ეწევა. შოტლანდიის ქალაქ გრინოკში ახლადგადასახლებული ლიზი მუშაობას თევზისა და ჩიპსების კაფეში დაიწყებს, სადაც დაუმეგობრდება მარის. ხოლო ფრენკი ახალ სკოლაში დაიწყებს სიარულს. პატარა ფრენკი გამუდმებით წერს და იღებს წერილებს მამისაგან, რომელიც დიდ გემზე მუშაობს და მსოფლიოში მოგზაურობს, მაგრამ ეს ყველაფერი ლიზის მოგონილი ტყუილია და წერილებსაც თავად წერს შვილს მამის სახელით. ფრენკის უკვე აღარ აქვს იმედი, რომ მამას იხილავს, ლიზი გადაწყვიტავს ერთი დღით დაიქირაოს უცხო მამაკაცი, რომელიც ფრენკის მამის როლს შეასრულებს. სახლში დაბრუნებულ მოწყენილ ფრენკის მამა ხვდება სიურპრიზად. ფილმს ბევრი ჯილდო აქვს აღებული და ბევრ ნომინაციაშია გამარჯვებული სხვადასხვა კინოფესტივალებზე, მათ შორის კანის კინოფესტივალზე, სადაც 15 წუთიანი ფეხზე მდგომარე აპლოდისმენტები დაიმსახურა. საიტ IMDB-ზე ფილმის რეიტინგი 7.8-ა. თქვენ კი თავად უყურეთ და შეაფასეთ, მანამდე კი თრეილერსა და სურათებსაც შემოგთავაზებთ. 164 7-ს მოსწონს
|