პარამეცნიერებები ანდაზნარევი ბიოგრაფია 2012, 12 ნოემბერი, 23:32 მირზაქარიმ ნორბეკოვი დაიბადა უზბეკეთში 1957წლის 17 ნოემბერს.მინიჭებული აქვს დოქტორის ხარისხი ფილოსოფიის(მედიცინაში), ფსიქოლოგიის და პედაგოგიკის სფეროში.არის ალტერნატიული მედიცინის მიმდევარი და ავტორი გამაჯანსაღებელი პროგრამისა, რომელიც დაფუძნებულია თვითმკურნალობაზე და ცნობილია ნორბეკოვის მეთოდის სახელით. ამ პიროვნებას 20 წლის ასაკში ჯარში მიყენებული ტრამვების გამო სერიოზული პრობლემები შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ერთ-ერთ წიგნში:"ბრიყვის გამოცდილება, ანუ გასაღები განჭვრეტისათვის, თუ როგორ გავთავისუფლდეთ სათვალეებისაგან”, იგი წერს: "20 წლის უკან დამოკიდებული ვიყავი ექიმებზე, პროცედურებზე, წამლებზე. ვიყავი ადამიანი მომავლის პერსპექტივის გარეშე და მქონდა თვითმკვლელობაზე ფიქრები...და სხვას რას მოელით პირველი ჯგუფის ინვალიდისაგან, რომელიც 20 წლის ასაკში სისხლის ხელოვნურად გამწმენდ აპარატზეა მიერთებული და დაავადებულია გლომერულონეფრიტით, რომელსაც კლასიკური მედიცინა ვერ კურნავს, მითუმეტეს მაშინ, როცა თირკმელები არ ფუნქციონირებს. ამ ტიპის პაციენტებს მხოლოდ აკვირდებიან, თუ როგორ ქრებიან ნელ-ნელა – საშინელებაა არა?! მ ა გ რ ა მ მე ზედმეტად ვაფასებ სიცოცხლეს, რომ თავი დამეხარა და მეწუწუნა ამ მომენტში, მაშინ როდესაც დრო უბრალოდ არაა, როცა საჭიროა სწრაფად დაეხმარო საკუთარ თავს ბორკილებისგან გათავისუფლებაში და გაუძალიანდე ამ ავადმყოფობას, ამ ჭაობს ” ამ ადამიანმა ასეთი შეგნებით და ბრძოლისუნარიანობით მოახერხა არამარტო საკუთარ თავის, არამედ მილიონობით ადამიანის დახმარება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ამბობენ :ზოგი ჭირი მარგებელიაო, შეუძლებელი კიდევ_ არაფერიაო... დაბოლოს რისი თქმა მინდოდა : _როცა ცხოვრებაში წაიქცევით ან კაი მწარე სილას იგემებთ, გაიხსენეთ ეს შემთხვევა და ის ფაქტი, რომ განთიადის წინ ძალიან ბნელა! პ.ს მომცილია რა:D:D 108 10-ს მოსწონს
|