ივენთები ყურადღება!! მათთვის ვინც ქორწილს გეგმავს უახლოეს მომავალში! 2012, 12 ნოემბერი, 22:24 მართალია, თბილი შემოდგომის დღეები უეცარმა სიცივეებმა ჩაანაცვლა, მაგრამ ნოემბერის თვე, მარხვის დაწყებამდე მაინც ქორწილების სეზონად ითვლება. მერე კი უკვე იანვრის "ქეიფ-დროსტარებებს" მიაბამენ დანარჩენი მექორწილეები ყანწების ცვენას და თაიგულებზე "ნადირობას". ამჯერად მინდა სასიამოვნო სიახლით გავახარო ნებისმიერი წყვილი, ვინც უახლოეს პერიოდში დაქორწინებას გეგმავს. მოგეხსენებათ, საქართველოში ქორწილის გადახდა დიდ ხარჯებთან (ასევე დიდ ნერვიულობასთან!) და ფაციფუცთანაა დაკავშირებული. ამიტომ კონკურსი, რომლის შესახებაც ახლა მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ, მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს ხარჯებს მათ ვინც საქორწინო სამზადსითაა უკვე დაკავებული. საქმე იმაშია, რომ პოპულარული ონლაინ ჟურნალი www.instyle.ge და საქორწინო სალონი Exclusive MNT აცხადებს ერთობლივ კონკურსს "ჩემი საოცნებო ქორწილი". დამატებითი ინფორმაციისთვის, მიჰყევით ბმულს რომელიც ქვემოთაა მოცემული და აჩუქეთ საკუთარ თავს დაუვიწყარი ქორწილი! http://www.instyle.ge/banner_53_chemi_saocnebo_qorwili_3436.php 319 1-ს მოსწონს
|