x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
,,წითელი" სინდრომი
image ჩვენში რაგაც(რაღაცები) ძალიან ღრმად ჩაილექა საბჭოთა რეალობიდან, რაღაც გაურღვეველ წრეში აღმოვჩნდით და ეს არა მხოლოდ ჩვენს სამოქალაქო აქტივობებზე აისახა, არამედ ჩვენს ყოველდღიურ არაკოლექტიურ ქცევაზეც კი. საბჭოთა კომპლექსია ზუსტად ის გაუცინარი სახეები ყოველდღიურად რომ ვაწყდებით. ჩვენი სიარულის მეტყველების მანერაც კი ერთგვარად ამ კომპლექსის ტყვეა. შეხედეთ ევროპელებს და ამას მაშინვე მიხვდებიტ: მატი ლაღი სარული და თავისუფლება, რომელიც ავთენტურია, შინაგანი და არა ჩვენებურებივით გამოგონილი. ჩვენი თავისუფლება თითქოს მირაჟია და ის არც არსებობს, როგორც ასეთი.
კომპლექსები იქით იყოს და ჩადით მეტროში, დაუთმეთ ამ დაკვირვებას თქვენი ძვირფასი დროის რამდენიმე საათი და დათვალეთ ყოველ ათ მატარებელზე რამდენი იქნება“ სავეტსკი". ტექნიკას კიდევ, ჯანდაბას, რამე ეშველება გამოვცვლით, მაგრამ ამ ტვინებს რა გინდა რომ უქნა?!. ტვინებს, რომლებმაც ინგლისურენოვანი წარწერები მეტროში და უცხოელებზე ჩვენი სდაერთო ტრანსპორტის ადაპტირებისკენ წინ წადგმული ერთი პროგრესული ნაბიჯი( იგულისხმება მეტროში ინ გლისურენოვანი გახმოვანება) “მშობლიურ ქართულზე მორიგ" შეტევად მიიღეს. ჩვენს დედაენას თურმე ინგლისური ერჩის და რუსულენოვანი წარწერებით გადატვირთული მეტროს ვაგონები სრულიად უმტკივნეულოდ აღიქმებოდა.
ჭეშმარიტად საბჭოურია ანგარიშვალდებულებათა სისტემა, რომელსაც ავტობუსში ამოსვლისთანავე აკისრებენ ბებიები, ბაბუები, დეიდები, ზოგჯერ ღიპიანი ბიძებიც “თავგასულ ახალგაზრდებს". არ ვიცი, რამდენად შეგინიშნავთ, მაგრამ თითქმის არავინ ფიქრობს მგზავრობის საფასურის გადახდაზე, სამაგიეროდ მათი ბასრი მზერა “ დამანამუსებლადაა" მიმართული “ყურსსასმენებიან, უზრდელ" ახალ თაობაზე. დიახ, ეს საბჭოთა ცნობიერებიდან ღრმად დაილექა ჩვენს არაცნობიერში. იყო სხვისი შრომის პარაზიტი. კოლექტივიზმის პრინციპიდან გადმოგვყვა სინდისის უქენჯნელად შემოჯდე არამზე და არც დაგფიქრდე იმაზე, არის თუ არა საერთოდ ამქვეყნად ვინმე ვალდებული თავისი კუთვნილი დაგითმოს???
2
49
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ნინო
ნინო ნინო
49
  
0 1 2