x
როგორ მოექცა გამომძიებელი,შემდეგში კი მალევე დაწინაურებული,თემური კალანდაძე თავისი პატიმრის ცოლს

imageყველაფერი იმით დაიწყო რომ ამ ადამიანმა დაიჭირა ჩემი მეუღლე და იმდენად დიდი წლები მიუსაჯეს რომ თვითონაც მითხრა შენ ცხოვრებას მიხედეო, ისედაც არანაირი ცოლქმრული ურთიერთობა არ გვქონდა, რადგან 7წლის განმავლობაში წამალდამოკიდებული იყო, უბრალოდ ერთ სახლში ვცხოვრობდით, სულ ვეუბნებოდი თუ წამლის გამო დაგიჭერენ ხო იცი მე არ გაპატიებთქო.მართლაც მალევე დაიჭირეს და რა თქმა უნდა მეწყინა, განვიცდიდი, მაინც არაა ადვილი ოჯახის დანგრევა, მისი მშობლები რაიონში ცხოვრობენ, ასაკიანები არიან, ამიტომ ყველა საქმესთან დაკავშირებით გამომძიებელთან, პროკურორთან მე მიწევდა სიარული შვილის ხათრით.როდესაც გამომძიებელს დავურეკავდი ბატონობით მივმართავდი, ის კი სულ მსაყვედურობდა ჩემი ტოლი ხარ თითქმის და არ გინდა ბატონო, პირდაპირ თემო დამიძახეო.მადლობაც კი გადავუხადე იმის გამო რომ სახლში ჩხრეკისას არაფერი არ ჩადეს.მე დაბნეული ვიყავი და ათასი რამ შეგეძლოთ მოგემოქმედებინათ, ძალიან კეთილსინდისიერად მოიქეცითქო, ამის მერე მალევე გიორგობის ღამეს მომივიდა მესიჯი, რომელიც გამომძიებელს ეკუთვნოდა და მილოცავდა, მეც ვუპასუხე მადლობით და ასე გაგრძელდა 6თვე, დილა ისე არ გათენდებოდა რომ არ მოვეკითხეთ მე და ბავშვი, ყოველდღე გვამხნევებდა, გვარიგებდა, თავს მიხედეო, ბავშვს ყურადღება არ მოაკლოო.მეც ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი მისი ასეთი მზრუნველობით, ყურადღებით, სათნოობით, რომ პატივისცემა, ხათრი, სიყვარულის გრძნობა გამიჩნდა.მერე უკვე სიყვარულის ახსნაც დაიწყო, სულ შენზე ვფიქრობო, მენატრებიო, ჩემი "ლოვე"ხარო, ჩემ გემოვნებაში ჯდებიო, იცოდე წლები ერთად ვიქნებითო.თავიდან ვუბრაზდებოდი ნუ მეუბნები ეგეთ რაღაცეებს მეთქი, მერე კი მივეჩვიე, რამოდენიმეჯერ შევხვდით ერთმანეთს და სულ იძახდა იცოდე: მე თავს ვეღარ შევიკავებ, უკვე ცუდათ ვარო, მოკლედ ასე 8 თვიანი ურთიერთობის შემდეგ ყველაფერი მოხდა ჩვენს შორის, იმ დღიდან კი ყველაფერი შეიცვალა.თუ მანამდე დღე და ღამე გვკითხულობდა, უჩემოდ არ იძინებდა და კეთილშობიერების განსახიერება იყო, მერე საერთოდ აგრესიული გახდა, გადავიდა პირად შეურაცხყოფაზე, ლანძღვაზე:შენ ავად ხო არ ხარ, საერთოდ ნუღარ მწერ თორე გაგინებო, გიჟი ხარო, უთავმოყვარეოო, ცოლი მომყავს დამანებე თავი შე ...ქალაო მწერდა.მისმა ასეთმა მოქცევამ ისეთ შოკში ჩამაგდო თავის მოკვლაზე ვფიქრობდი.არადა ვერც ვერავის ვეუბნებოდი ამის შესახებ, მცხვენოდა.ისეთ შოკში ვიყავი, ისეთი დამცირებული დაშეურაცხყოფილი რომ ვეღარც სამსახურში მივდიოდი, ვეღარც ბავშვს ვუვლიდი, არადა მარტო ვცხოვრობდით, არავინ გვყავდა ყოვედღიურად საჭმლის მომწოდებელი.თვეების განმავლობაში ქუჩაში მივდიოდი და თვალებიდან ცრემლები მცვიოდა.ვურეკავდი მაგრამ ჩემს ზარს აღარ პასუხობდა.სხვას აძლევდა ტელეფონს და ის სხვაც შეურაცხმყოფელ სიტყვებს მეუბნებოდა.გულში ვიკლავდი ამხელა ტკივილს წლები, რადგან ფაქტები ამ ყველაფრის დასამტკიცებლად და მოწმეები არავინ არ იყვნენ.ისეთი წმინდა ურთიერთობა გვქონდა ვერ ვიჯერებდი მისგან ასეთ საქციელს.თითქმის ყოველდღე ისევ ვწერდი, ვევედრებოდი რა დაგიშავე ადამიანო, ასე როგორ მომექეცი, როგორ არ შემიბრალე, სამსახურეობრივი დავალება შეასრულე თუ რაში დაგჭირდა ჩემი ასე განადგურებათქო.მაგრამ პასუხის ღირსადაც კი არ მაგდებდა, რამოდენიმე თვეში კი დააწინაურეს ბატონი გამომძიებელი პოლიციის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს, მერე კი უკვე პოლიციის უფროსად დანიშნეს.რო გავიგე მისი ადგილისამყოფელი მივედი, ვიფიქრე იქნებ ჩემი დანახვის მერე მაინც მითხრას რამე, ან ადამიანობამ გაიღვიძოს მასში და ბოდიში მაინც მომიხადოს ასეთი საქციელის გამოთქო.მაგრამ როდესაც გაიგო რო მე ველოდებოდი ქვევით, თავისი კაბინეტიდან გადმოდგა და მთელი განყოფილების თვალწინ მითხრა:წადი აქედან და აქ არასოდეს მოხვიდე, იმის დედა მოვტყან ვინც აქ შემოგიშვასო, გიჟი ხარ, უთავმოყვარეო ხარ, უნამუსო ხარო, და ნუღარ მწერ ამ ... მესიჯებს, მილიონი გოგო მყოლია მაგრამ შენნაირი ავადმყოფი არავინ მინახავსო, იმკურნალეო.ისევ ატირებული და თვალბდასისხლიანებული წამოვედი თავსხმა წვიმაში, სახლში მივედი აკანკალებული და 4დღე ლუკმას ვერ ვჭამდი, წნევა დამივარდა.გაგიჟდნენ ჩემი მშობლები მაგრამ მაინც ვერაფერი ვუთხარი, მე თვითონაც დამნაშავედ ვთვლიდი თავს მათ წინაშე ცალკე ეს მტანჯავდა, ცალკე მისი შეურაცხმყოფელი საქციელი.არ ვიცი ხალხო რას დავაბრალო ეს ყველაფერი, მე კიდევ არ მგონია ეს პიროვნება ასეთი ზნედაცემული, კიდე ვერ ვიჯერებ მის არაკაცობას.ალბათ სამსახურეობრივი დავალება მიიღო ახალაიასგან ან ვინმე სხვისგან, რომ ასე გავენადგურებინე მორალურად და სულიერად, მაგრამ რას ერჩით იურიდიულად მართალია.მე ერთი ადამიანი როგორ დავუმტკიცებ ამხელა დანაშაულს.ესაა ჩემი აღსარება თქვენს წინაშე, რომელსაც წლებია გულში ვმალავ

44
943
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:lady.beridze
lady.beridze
943
  
2012, 27 დეკემბერი, 22:43
ვერ გავიგე უჩივლეთ თუ უფალს ანდობთ? მაიცა ქმარმა არ იცის ? რისი უფრო გეშინიათ? რომ მას მოკლავს თუ თქვენ? ბოდიში ამ კითხვისათვის. და როდის მოხდა ეს ამბავი საერთოდ? თქვენი მეუღლე როდის დააკავეს? რამდენი მიუსაჯეს?
2012, 27 დეკემბერი, 16:09
რას ამბობთ?თვალისდაუხამხამებლად მოკლავს,ერთი წუთითაც არ დაიხევს უკან.იმიტომ რო მიხვდება მის ვერაგულ ჩანაფიქრს,არ მინდა შურისძიება,არ მინდა სისხლი დაიღვაროს...უფალს მივანდობ ყველაფერს.როგორც იმსახურებდეს უფლის წინაშე ისე მიეზღოს
2012, 26 დეკემბერი, 21:48
ეს ამბავი როდის მოხდა ? რამდენი ხნის ამბავია? თქვენმა მეუღლემ იცის ამ ამბის შესახებ?
2012, 24 დეკემბერი, 13:44
მაგიტომაცაა ეს გამომძიებელი დამნაშავე,რომ ჯერ ურთიერთობა წამოიწყო და მერე კი ასე დაასრულა.ისედაც ნარკომანი ქმრისგან გაუბედურებული ქალი აღარ უნდა გამოეყენებინა და გაემწარერებინა , ან როცა მიხვდა რომ დააშავა, მერე მაინც რაღაცნაირად უნდა გვერდში დადგომოდა,ფინანსურად მაინც,თუ ოდნავ მაინც რაიმე ადამიანობა გააჩნდა, მაგრამ არა- პირიქით აგრესიით და ლანძღვით დაასრულა ურთიერთობა, და მაინც მე მაინც ვხედავ შურისძიებას ამ კაცის საქციელში.,ეს ყველაფერი რაღაცნაირად კავშირში უნდა იყოს მის პატიმართან
2012, 17 დეკემბერი, 16:08
ramdenjerac ar unda dablokot,mainc davcer chem satqmels.ai am sazizgar gamomdziebels gavglijavdii shuaze sadme ro gadameyaros.guli ar gaitexo chemo kargo, amisTana arakacis gamo ra gatirebda?piriqit madloba utxari gmerts rom shegeshva da mogshorda. nu geshinia,shens magivrad gamochndeba vinme vinc shurs idziebs mag liliputze, amxela codva ar shercheba arc magas da arc magisnair mawanwala dzaglebis modgmas.
am qals rom amdeni clebi narkomani qmari yavda is ar yofnida satanjvelad rom am dzagls kide ar gaemcarebina? magram dzagli romaa imitomac ar sheibrala martod darchenili qali da bavshvi. sagol am qals kide raa, azrze xart? 6-7 tve echalicheboda gogos. aba patiossani ro ar yofiliyo eg gogo erti kvirac ar daschirdeboda, dzagli ro dagicyebs chalichs amdeni tveebi, albat sheuyvarda am sawyal gogos da narkomani qmrisgan gamwarebuls egona tavidan daiwyebda cxovrebas, magram dzagli risi dzaglia tavisi dzagloba rom ar gamoechina. raimeti mainc daxmareboda gachirvebulad mcxovreb deda-shvils, qali wers ro iset pirobebshi vcxovrobdit nebismier adamians guli moukvdebodao. am y..-s fuli daenana tu msubuqi yofaqcevis qalebi dailia ro isedac gamwarebuli qali uaresad agar gaemwarebina? eseti arakaci nagdad imis girsia misi coli mis tvalcin daixio ...-ze
2012, 7 დეკემბერი, 18:51
მე ეს ადამიანი ნამდვილად არ ვარ, უბრალოდ ჩემი გადმოსახედიდან როგორც ვფიქრობ იმას ვწერ, შეიძლებოდა ამ გამომძიებლის ადგილზე ყველა მამაკაცი არმოშჩენილიყო და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს ექნებოდა მცდელობა ამ ქალბატონტან ყოფნის, მაგრამ როგორც მე ვფიქრობ არნიშნულმა ქალბატონმა არჩია ძლიერი, გავლენიანი თანამდებობის პირი რომ ჰყოლოდა გვერდით. დარწმუნებული ვარ იმ პერიოდში ვინმე უბრალო, პატიოსან ადამიანს გულწრფელად რომ შეჰყვარებოდა ეს ქალბატონი უარ ეტყოდა... აი ბოლოს კი ყველამ კარგად ვცით სტატიიდან როგორც დამთავრდა ყველაფერი.....
2012, 6 დეკემბერი, 16:44
აი ბოლო ნაწილში ნაღდად გეთანხმები
2012, 6 დეკემბერი, 16:41
უცნაური და მითუმეტეს უჩვეულო არაფერი. აი საზიზღრობა კი ყველაფერი
2012, 6 დეკემბერი, 16:33
უღრმესი მადლობა თქვენ რჩევისთვის და თანადგომისთვის.უფალმა დაგლოცოთ
2012, 6 დეკემბერი, 14:44
იცი რა ჩემო კარგო ისე ლაპარაკობ თითქოს შენ იყო თავად ეს თემური.ნარკომან კაცთან ამდენი წელი რომ ცხოვრობდა ეს ქალი ,მას უკვე კარგათ ექნებოდა გააზრებული რომ მისი ქმარი ან წამლით დაიღუპებოდა,ან-დაიჭერდნენ,ასე რომ მისი დაჭერით აგონიაში აღარც ჩავარდებოდა, უკვე წლების განმავლობაში შეგუებული იქნებოდა ამ აზრს.აგონიაში ვინც ჩააგდო კარგად ჩანს.და როცა ამ გამომძიებელმა იცოდა რო ეს ქალი პატიოსანი იყო მიუხედავად ნარკომანი ქმრისა,თუ რამე ადამიანობა გააჩნდა აღარ უნდა მოქცეოდა ასე.ჩემი აზრით დიდი ცოდვა დაუდევს ამ კაცს
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10