x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135694
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510067
"ბინდის" ბოლო ნაწილის პრემიერა ლოს-ანჟელესში
ყველას ჯანდაბამდე გზა ჰქონია- დაწერა კრისტენ სტიუარტის მხარდასაჭერ ღია წერილში ჯოდი ფოსტერმა.

კრისტენის ღალატის ფაქტმა ძალიან გაახარა სტუდენტი გოგონები, რადგან საოცნებო მამაკაცი კვლავ თავისუფალი გახდა და გააოგნა ჟურნალისტები. თითქოსდა დროულად მოხდა ყველაფერი: "ბინდის" ბოლო ნაწილის გამოსვლის წინ-თუ ეს PR-კამპანიის ნაწილი იყო, მსახიობებს აღარ დასჭირდებოდათ სიყვარულის "თამაში", ხოლო ღალატის ისტორია კი ინტერესს გააძლიერებდა მომავალი პრემიერის მიმართ.

image

ფილმის პრემიერა კი გუშინ შედგა, "ბინდის" ბოლო ნაწილის ჩვენებას უამრავი თაყვანისმცემელი ელოდებოდა. ყველაზე თავგამოდებულმა ფანატებმა ლოს-ანჟელესის კინოთეატრის Nokia Theatre წინ ოთხი დღე კარვებში გაათენეს, რათა საუკეთესო ადგილები დაეკავებინათ წითელ ხალიჩაზე და ახლოდან შეეთვალიერებინათ საყვარელი მსახიობები. ისინი ცივ ამინდსაც არ შეუშინდნენ.


პუბლიკა ყველაზე მეტად შერიგებულ კრისტენ სტიუარტს და რობერტ პატისონს ელოდებოდა. ისინი ბოლოს გამოჩნდნენ წითელ ხალიჩაზე და ნამდვილი ფურორი მოახდინეს. კრისტენი Zuhair Murad-ის გამომწვევ, ნახევრად გამჭვირვალე კაბაში იყო გამოწყობილი.

image

image

image

შეგახსენებთ, რომ პირველი ფილმი სტეფანი მაიერის ცნობილი რომანის მიხედვით 2008 წელს გამოვიდა, გადაღებული იქნა მისი ხუთი ნაწილი. ფილმი ძალიან პოპულარული გახდა, ყოველი მომდევნო ნაწილის გამოსვლას თაყვანისმცემლები დიდი მოუთმენლობით ელოდებოდნენ.

პროექტი შემოსავლის მხრივაც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

ფინალური ნაწილისგან კი ყველაზე დიდ შემოსავალს ელოდებიან.

image

image

image

image

image

image

image

1
194
4-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
194
  
2012, 13 ნოემბერი, 17:59
რა ვერ გამიგია,რა აქვს საოცნებო ამ რობერტს?საერთოდ არ მომწონს,და კაბა,ეგაა ნახევრად გამჭვირვალე?:))))))))გამჭვირვალე კიარა გახდილი მისულა,
0 1 1