x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
Chopard-ცნობილი საიუველირო სახლი დისნეის პრინცესების კოლექციას უშვებს
წამყვანი საიუველირო სახლების იუველირები გამუდმებით გვახსენებს, რომ ზღაპრები სჭირდებათ არამარტო პატარა გოგონებს, არამედ ზრდასრულ ქალბატონებსაც: მაგ. Van Cleef&Arpels სამკაულების კოლექცია მიუძღვნა "გედების ტბის" გმირებს, ხოლო ცნობილმა შვეიცარულმა კომპანიამ Chopard კოლექცია დისნეის პრინცესებს მიუძღვნა.

image

კოლექციის შესაქმნელად გაერთიანდნენ Chopard და ცნობილი ბრიტანული უნივერმაღი Harrods, რომლის ვიტრინები ცოტა ხნის წინ გალამაზდა კონკიას, ქალთევზას, პოკაჰონტასის, მულანის, ფიფქიას და დისნეის სხვა საყვარელი პერსონაჟებით, რომლებიც საუკეთესო დიზაინერების სამოსში არიან გამოწყობილი.

როგორც Chopard-ის პრეზიდენტმა და არტ-დირექტორმა კაროლინა გრუოზი-შოიფელემ განაცხადა, დისნეის მულტფილმები დიდი ხანია მისი შთაგონების წყარო იყო, ამიტომ ის სიამოვნებით დათანხმდა Harrods-თან ერთობლივი კოლექციის გამოშვებას. "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა დისნეის პრინცესებისთვის მიმეძღვნა საიუველირო ხელოვნების ნიმუშები"-განაცხადა მან.


კოლექცია მოიცავს ათ სამკაულს. ფიფქიას ბეჭედი ვაშლის ფორმისაა, ბელის ყელსაბამი მულტფილმიდან "მზეთუნახავი და ურჩხული" ეძღვნება მის ლეგენდარულ ყვითელ საღამოს კაბას, "რაპუნცელის" ყელსაბამი კი ჯადოსნური გმირის გრძელ ოქროსფერ თმებს.

image

Snow-White

image

image

Belle

image

კონკია

image

პრინცესა და ბაყაყი

image

Tangled


1
76
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
76
  
2012, 20 ნოემბერი, 12:38
როგორ მომეწონა!!!გმადლობ საინტერესოა ძალიან
0 1 1