x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135709
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510089
ჩვენ, ყველამ შევიტანეთ წვლილი მის დანაშაულში

image„აუცილებილი კანონები იმისთვისაა, რომ დაიცვას ჩვენი ურთიერთობები და წესრიგი დაამყაროს... ისინი შეიქმნა ადამიანებს შორის ურთიერთობების ასარეგულირებლად“(დეკალოგი, 5). სამართლის შექმნა გამოიწვია იმ უკმაყოფილების ტალღამ, რომელიც მდგომარეოს არა „მე სხვის ყოფიერებას ვუქმნი საფრთხეს“, არამედ „სხვა ჩემს პირად ყოფიერებას უქმნის საფრთხეს“. სიტყვები „სხვისი საფრთხე“ და „ჩემი საფრთხე“ განსხვავდება იმით, რომ ერთგან საკითხი სხვის პიროვნებას ეხება და მეორეგან საკუთარს. აქვე, თვალსაჩინოებისთვის, მოვიშველიებ პასტორ მარტინ ნიმიოლერის სიტყვებს, რომელიც ჩემი აზრით უკანასკნელ მოსაზრებას ეთანხმება: -"თავდაპირველად ისინი კომუნისტებს მიადგნენ, მაგრამ ხმა არ ავიმაღლე, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ. შემდეგ პროფკავშირებს მიადგნენ, მაგრამ ხმა არ ამოვიღე, არც პროფკავშირის წევრი ვყოფილვარ. ებრაელებს რომ შესდგნენ, ჩუმად ვიყავი, რაკიღა არც ებრაელი ვიყავი. ბოლოს მე მომადგნენ, მაგრამ აღარავინ იყო დარჩენილი, ვინც ხმას აიმაღლებდა ჩემს დასაცავად".

სამართლიანობის მოთხოვნამ, გამოიწვია მისი დაბადება, რომელიც თავისუფლებას ზღუდავს იქ, სადაც უკვე სხვა ადამიანის უფლებები იწყება, ანუ იმ უფლებით, რომ ის სხვაც თავისუფალია. სამართლიანობა უნდა მომდინარეობდეს მორალიდან. მორალს განმარტავენ, როგორც ადამიანის სინდისისკენ მიმართულ ცნებას. ადამიანის დამოკიდებულებას სამართალთან განაპირობებს ის, თუ რამდენად აქვს მას სამართლიანობის განცდა. ჩემი აზრით, სამართალი განვითარდა ბევრად უფრო დამახინჯებულად ვიდრე ეს იდეაში იყო. არ უნდა იგულისხმებოდეს სამართლიანობაში მხოლოდ ჩადენილი დანაშაულისათვის სწორი განაჩენის გამოტანა. ვინაიდან, ადამიანი ბუნებით შემგუებელია, ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილი წლების რაოდენობის ზრდასთას ერთად მასში მცირდება სამართლიანობის გაცნობიერების უნარიც. აქედან გამომდინარე ის ეგუება თავისუფლების შეზღუდვას და ივიწყებს მორალურ პრინციპებს. აქ სასჯელზე ვისაუბრე იმიტომ, რომ სამართალზე, როგორც აბსტრაქტულ ცნებაზე ლაბარაკი, ჩემი აზრით, ფუჭია და აჯობებს მისი პრაქტიკაში განხილვა. უხეშად თუ ვიტყვით, სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს პიროვნების მოშორებას ისეთი საზოგადოებისგან, რომელსაც ჯერ არ ჩაუდენია მსგავსი დანაშაული, და მოთავსებას ისეთ საზოგადოებაში სადაც ჩაიდინეს მსგავსი დანაშაული, ანუ თავისნაირებთან. ეს კი არის შეშინება, რადგანაც ადამიანის გონებაში ყალიბდება „ჩემიანებისა“ და „საზოგადოების“ დაპირისპირება.
სამართლის განვითარება დამოკიდებულია დროსა და ადამიანის ფანტაზიაზე. დროის ცვლასთან ერთად კვდება ის კანონები, რომელთაც თავდაპირველად ძალა ჰქონდათ. ამ სიკვდილს იწვევს ადამიანის ფსიქიკაში განვითარებული სისასტიკის მრავალფეროვნება, რომლის აღწერასაც კანონმდებელი ვერ არსწერბს. სამართალი ეს არის ისეთი მექანიზმი, რომელიც მართავს საზოზოდაოების სხვადასხვა პროფესიისა და ფენის წარმომადგენლებს, პიროვნების შეუცნობლად.
„სასჯელი საკუთარი ერისგან არის ის რომ მათ ჩაიდინონ დანაშაული, მითუმეტეს თუ ეს დანაშაული კონკრეტულად შენ დაგაზარალებს. თუმცა ისინი აბსოლუტურად არ არიან დამნაშავენი.“[დეკალოგი, 5] ჯამში კი დანაშაულს ჩადის ისეთი პიროვნება, რომელიც ამავე სამართლის სისტემით მოწესრიგებულ ქვეყანაში, ამავე ერისგან მომდინარე აგრესიის შედეგად ჩადის დანაშაულს. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ადამიანური სამართალი ვერ განვითარდა სრულყოფილად.
რაც შეეხება სამართლის კვდომას, დავფიქრდი, სად შეიძლება იყოს სამართალი მკვდარი. ჩემი აზრით, სამართალი მკვდარია ქუჩაში. „ვშიშობ, რომ რაც შორს მიდიხარ მით მეტად ძნელია განაიარაღო აზრები... რაც მეტად ხშირად გავაცნობიერებთ იმას რასაც ვაკეთებთ ან რაც გვინდა, რომ გავაკეთოთ, ამაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული და იმეაზეც თუ რას ნიშნავს ჩვენთვის და რას არა ჩვენი საქციელი.“[დეკალოგი, 5] ეს ყოველივე კი ქუჩაში არ ხდება, ანუ პირობნებას არ აინტერესებს მისი საქციელის შედეგი. მას არ აქვს სამართლიანობის განცდა და ფიქრობს იმას, რომ დასაბამიდან ჯერ არცერთ სასჯელს არ დაუშინებია და არ გამოუსწორებია სამყარო დანაშაულის ჩადენისაგან.
სამართალი როგორც თავისთავადი ნივთი არის კარგი, მაგრამ სუსტად განვითარებული. იგი იმდენაც ცვალებადი და მიუწვდომელია დაბალი ფენის საზოგადოებისათვის, რომ საბოლოოდ მათში მისი ცოდნის ინტერესი იკარგება.









5
116
3-ს მოსწონს
ავტორი:ბ_ანი
ბ_ანი
116
  
2012, 16 ნოემბერი, 21:47
შეიძლება კარგად ვერ გამოვთქვი აზრი. პრინციპში მივხვდი, ყველას მიგვიძღვის ბრალი მეტ-ნაკლებად. კომუნისტების დროსაც ასე იყო, სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო და ასე გრძელდება დღესაც. ეს ალბათ ყველა ხალხისთვის არის დამახასიათებელი
2012, 16 ნოემბერი, 21:33
თქვენ უკვე შედეგზე ამახვილეთ ყურადღებას, მე კიდევ პროცესს ვგულისხმობ.
2012, 16 ნოემბერი, 20:37
კი ბატონო. გვაქვს ყველას წვლილი შეტანილი, ვჩაგრავდით ბავშვობაში ვიღაცას, ან ვიღაც გვჩაგრავდა ჩვენ. მანიაკებსაც ასე ამართლებენ, ბავშვობაში გადაუტანია თურმე სტრესი, ასეა თუ ისე, ცოფიანი ძაღლი, ვირთხა თუ ადამიანი უნდა იზოლირებული იყოს.
2012, 16 ნოემბერი, 20:25
კი უნდა აგებინოს, მაგრამ მე ვგულისხმობ ადამიანის დანაშაულის ჩადენამდე მდგომარეობას, რომ მთლიანობაში საზოგადოება და გარშემომყოფები უბიძგებენ დანაშაულისკენ კონკრეტულ პირს.
2012, 16 ნოემბერი, 19:57
რა ქნას სახელმწიფომ ახლა, ვისთვისაც ბავშვობაში თავში ჩაურტყამთ, მერე ძალაუფლება მიიღო და ახლა ხალხზე იძიებს შურს, პასუხი არ უნდა აგებინოს? ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის მოქმედებაზე და სიტყვებზე.
0 1 5