x
ულამაზესი კუნძული

ამ სტატიაში მსურს გესაუბროთ მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს კუნძულზე - ჰერონზე, რომელიც ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს.

image


ჰერონი წარმოადგენს საკურორტო კუნძულს, რომელსაც მთელი წლის მანძილზე უამრავი ტურისტი სტუმრობს. ეს ადგილი განსაკუთრებით პოპულარულია აკვალანგისტებში. კუნძულის თითქმის ხელუხლებელი ბუნება შესანიშნავ პირობებს ქმნის ოკეანის სიღრმეების გამოსაკვლევად. ბევრი ტურისტი მზადაა ათიათასობით დოლარი გადაიხადოს ამ მართლაც რომ ულამაზესი ადგილის დასათვალიერებლად. გარდა აკვალანგისტებისა, ჰერონზე შეხვდებით სეფერებს. შემოდგომაზე აღმოსავლეთ ავსტრალიაში სერფინგისთვის იდეალური პირობები იქმნება. ექსტრემის მოყვარულები სამყაროს ყოველი კუთხიდან ჩამოდიან და ტკბებიან სანახაობით.

imageკუნძულზე მდებარეობს ნაციონალური პარკი, რომელსაც ავსტრალიის რეინჯერები იცავენ. ამ მცირე ზომის ნაკრძალში უამრავ მცენარეს და ცხოველს ვხვდებით.image მოკლედ რომ ვთქვათ, დამთვალიერებელი ვერ მოიწყენს. გარდა ლამაზი მცენარეებისა, ამ კუნძულის ნაკრძალში ბინადრობენ იშვიათი ჯიშის კუები, რომლებიც გადაშენების საფრთხის წინაშე იყვნენ. თუმცა ავსტრალიის მთავრობის დროულმა რეაგირებამ დაღუპვისგან იხსნა ეს უნიკალური ჯიში.


image

ასე რომ, თუკი ტროპიკებში დასვენებას გადაწყვეტთ, წაიკითხეთ ეს სტატია და გაითვალისწინეთ თუ რა გელით ამ კუნძულზე :)

0
171
3-ს მოსწონს
ავტორი:ჰენკ მუდი
ჰენკ მუდი
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0