სხვა ულამაზესი კუნძული 2012, 10 ნოემბერი, 23:43 ამ სტატიაში მსურს გესაუბროთ მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს კუნძულზე - ჰერონზე, რომელიც ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს. ![]() ჰერონი წარმოადგენს საკურორტო კუნძულს, რომელსაც მთელი წლის მანძილზე უამრავი ტურისტი სტუმრობს. ეს ადგილი განსაკუთრებით პოპულარულია აკვალანგისტებში. კუნძულის თითქმის ხელუხლებელი ბუნება შესანიშნავ პირობებს ქმნის ოკეანის სიღრმეების გამოსაკვლევად. ბევრი ტურისტი მზადაა ათიათასობით დოლარი გადაიხადოს ამ მართლაც რომ ულამაზესი ადგილის დასათვალიერებლად. გარდა აკვალანგისტებისა, ჰერონზე შეხვდებით სეფერებს. შემოდგომაზე აღმოსავლეთ ავსტრალიაში სერფინგისთვის იდეალური პირობები იქმნება. ექსტრემის მოყვარულები სამყაროს ყოველი კუთხიდან ჩამოდიან და ტკბებიან სანახაობით. ![]() ![]() ![]() 171 3-ს მოსწონს
|