პროზა რამოდენიმე ისტორია სიყვარულზე 2012, 10 ნოემბერი, 21:41 ![]() თუ გავითვალისწინებთ, რომ გამუდმებით მასზე ვფიქრობ, როცა ვხედავ გული მიჩქარდება და როცა რამეს ვეუბნები სიტყვები მერევა, მიყვარს. ჩვენ რომ ერთად ვიყოთ ალბათ ყველა იტყვის - არ შეეფერებიან ერთმანეთსო. მაგრამ დამიჯერეთ თუ მასაც ვუყვარვარ ან შევუყვარდები, ყველას აზრს ფეხზე დავიკიდებ. ბაჩო 26 წლის: მიყვარს მარიამი, ვგიჟდები მის სუნზე და მისი კანის შეხებაზე. ერთი სული მაქვს როდის მორჩება სამსახური რომ მას შევხვდე. ახლა ალბათ კულინარიის კურსებზეა და რამე გემრიელს ამზადებს. მისთვის სიურპრიზი მაქვს, მისი საყვარელი სუნამო. ვიცი მასაც ვუყვარვარ, მაგრამ ალბათ მე უფრო მიყვარს. კატო 33 წლის: ირაკლი ჩემზე 5 წლით პატარაა და ზოგს ეს აშფოთებს, მეცინება მათზე, ალბათ ჩემსავით შეყვარებული უნდა იყოს ადამიანი, რომ ასეთ უბადრუკ წვრილმანებზე არ იფიქროს. ირაკლის კისერზე ხალი აქვს, უყვარს ცხოველები და ხშირად დავდივართ ზოოპარკში. მალე პატარაც გვეყოლება. იკა თავისი ხელით აკეთებს საწოლს ბავშვისთვის. ძალიან საყვარელია. გაგრძელება იქნება 107 7-ს მოსწონს
|