ასტროლოგია ზოდიაქოს ნიშნების ბედნიერებისთვის აუცილებელი ფერთა გამა 2012, 12 აპრილი, 11:46 ![]() მიწის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა: ![]() კურო - ღია მწვანე და მწვანე ფერის ყველა ტონი, ღია ყვითელი, თეთრი და ცისფერი ფერის ტონები. აღნიშნული ფერები კუროებს იმედით აღავსებენ. განაპირობებენ მათ პოზიტიურ ხასიათსა და განწყობას. აიძულებენ რაციონალურ აზროვნებას. ამ ფერების დახმარებით კუროები ყოველთვის ყოველივეს რეალურად აღიქვამენ და ოცნებაზე უარს ამბობენ. ქალწული - თეთრი, ცისფერი, მწვანე, ლურჯი და ნაცრისფერი. ამ ფერების საშუალებით ქალწულები მუდამ აკონტროლებენ საკუთარ თავს. ანეიტრალებენ ხშირ შემთხვევაში მათ მოსაწყენ ხასიათს და სიხალვათეს სძენენ. ნაცრისფერი განაპირობებს მორიდებას, რაციონალურობასა და პედანტურობას. რუხი ქალწულებს ეხმარება არ გადადგან დაუფიქრებელი ნაბიჯები და მის ირგვლივ მომხდარ მნშვნელოვან ამბებზე კარგად დაფიქრდნენ. აღნიშნული ფერთა გამა ქალწულებს პრაქტიკულობისკენ მიუთითებს. თხის რქა - ნებისმიერი მუქი ფერი, დაწყებული ყავისფერიდან დამთავრებული შავით. როგორც წესი, ამ ზოდიაქოს ნიშნის მქონე ადამიანები დიდი ფანტაზიით არასდროს გამოირჩევიან. მათთვის მისაღები ფერთა გამაც სწორედ მათ ხასიათს უსვამს ხაზს. თხის რქებს უყვართ მკაცრი ტონი. მათი ფერთა გამა ქმნის კონსერვატულობის, სტაბილურობისა და პრინციპულობის ნაკრებს. ![]() ![]() წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა: კირჩხიბი - თეთრი, ცისფერი, ვერცხლისფერი, ლურჯი და მწვანე. კირჩხიბებს მართავს მწვანე ფერი. მათი გამანეიტრალებელი ფერები კი იასამნისფერი და ნარინჯისფერი გახლავთ. ეს ფერები მათ ეხმარებიან ენდონ საკუთარ ინტუიციას და აღივსონ უაღრესი ენერგიით. აღნიშნული ფერთა გამის საშუალებით ისინი აკონტროლებენ და ძალიან მარტივად მართავენ საკუთარ თავს. მორიელი - მუქი ვარდისფერი, მუქი წითელი, წითელის ტონები და ყვითელი. როგორც ცნობილია მორიელები ემოციურობით გამოირჩევიან. ეს ფერები კი ზუსტად გადმოცემენ მათ შინაგან სამყაროს. ამ ფერების საშუალებით ისინი მომთხოვნები, ენერგიულები და საკმაოდ კომუნიკაბელურები ხდებიან. თევზები - იასამნისფერი, ცისფერი, მწვანე, წითელი, მუქი ვარდისფერი, ლურჯი. ეს ფერები თევზების იდუმალ და მელანქოლიურ შინაგან სამყაროზე მსჯელობენ. ასევე აღნიშნავენ, რომ ამ ზოდიაქოს ნიშნების მქონე ადამიანთათვის ძალიან მნშვნელოვანია საზოგადოების აზრი მათ შესახებ, თუმცა ხშირ შემთვევაში ისინი ასეთ დამოკიდებულებას ნაკლად მიიჩნევენ და არ აღიარებენ რომ ეს ყოველივე მათ ნეგატიურ განწყობას განაპირობებს. 3930 6-ს მოსწონს |
ამ წინადადებაშI ლაპარაკია არა ფერთა გამაზე არამედ ხასიათის ტიპზე
გასაგებია ძვირფასო მე წყაროს არაზუსტობობა ავღნიშნე ეს შენიშვნა ავტორს არ ეკუთვნის :))
ყველაზე დიდი სიულელე რითაც შEიძლება ვერძი შეაფასო არის ის რომ მათ მშვდი , არააგრასიული ხასიათი მიაკრა..