x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139069
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
თევზები - ზოგადი ჰოროსკოპი

image21 თებერვალი - 20 მარტი

ასტროლოგიური: წყალი

მმართველი პლანეტა: ნეპტუნი

დევიზი:“მე მჯერა!“

სიმბოლო: თევზები, ნიჟარა, ტალღა

თილისმა: კვანძი, ნარცისი

ქვები: მარგალიტი, საფირი, ზურმუხტი, ამეთვისტო, მთვარის

ლითონი: ცინკი

ბედნიერი კვირის დღე: ორშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი

უიღბლო დღე: ოთხშაბათი

ბედნიერი რიცხვები: 6, 7, 11

ბედნიერი ფერები: ზღვის ტალღის ფერი, ბაცი იისფერი, ლურჯი, ვერცხლისფერი

ქვეყნები და ქალაქები: ალექსანდრია, ეგვიპტე, ინდოეთი, სანქტ-პეტერბურგი, ინდონეზია, მალტა, ლანკასტერი, მესოპოტამია, წმ. ელენეს კუნძულები, სევილია, საქარა, ურუგვაი

ჯანმრთელობა

შესაძლოა ღვიძლის სისხლწარმოქმნის ფუნქციის დარღვევა, ასევე, ანემია, კანის დაავადებები, ასევე ტერფებთან დაკავშირებული პრობლემები.

პროფესიები

ხელოვნება, დიზაინი, მოდელირება, ფსიქოლოგია, მედინა, ქველმოქმედება, რელიგია, ოკულტიზმი.

დადებითი თვისებები

რომანტიკული, მგრძნობიარე, ნიჭიერი, თანამგრძნობი, მრავალმხრივი, ინტუიტიური, კეთილი, ქველმოქმედი, მაღალსულიერი

უარყოფითი თვისებები

ცვალებადი, მატყუარა, ფანტაზიორი, სუსტი, უნებისყოფო, ზარმაცი, მუქთახორა. მათთვის ასევე დამახასიათებელია: თვითმოტყუება, სიკეთისა და სიბოროტის გარჩევის უუნარობა, მზაკვრობა, ავადმყოფური მგრძნობელობა, ამპარტავნობა, პირფერობა, ალკოჰოლის, ნარკოტიკებისადმი მიდრეკილება, მცდარი მრწამსი, არარსებულის რწმენა, გამოგონილ სამყაროში ცხოვრება, ავადმყოფური ფანტაზიები, გამოხატული შიშები, ფობიები, აბდა-უბდა საუბარი, ემოციური აფეთქებები.

თევზები ძალიან მგრძნობიარე, გულისხმიერი ადამიანები არიან. ცდილობენ სწორად მოქცევას, მაგრამ ხშირად არ ყოფნით ნებისყოფა. უჭირთ გადაწყვეტილების მიღება.

არ უყვართ ენერგიული მუშაობა, არ არიან მებრძოლნი, ურჩევნიათ იტანჯონ, ვიდრე იბრძოლონ თავიანთი უფლებებისთვის. ურჩევნიათ დინებას მიყვნენ, იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავზე აიღონ ინიციატივა და იმოქმედონ. მზად არიან დაემორჩილონ ბედს. თითქოს ზეზეულად სძინავთ.

აქვთ ტანჯულის კომპლექსი (კარგად ირგებენ და თითქოს შვებას პოულობენ მასში).

მუდმივად მერყეობენ პესიმიზმსა და ოპტიმიზმს შორის. ხშირად ეცვლებათ ხასიათი და ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდებიან, რითიც მძიმე მდგომარეობაში აგდებენ ადამიანებს, რომლებიც მათ გვერდით ცხოვრობენ ან მუშაობენ.

ისეთი სიჯიუტე ახასიათებთ, რომ ადამიანებს უჭირთ მათთან ურთიერთობა, მათი გადარწმუნება.

თევზები ნაკლებად ამბიციური ადამიანები არიან, თუმცა მათი უმეტესობა მრავალმხრივი შემოქმედებითი ნიჭითაა დაჯილდოებული. მათგან ხელოვნების ნებისმიერი დარგის საუკეთესო წარმომადგენლები გამოდიან.

თევზების იუმორი – ერთ-ერთი ფარული საბრძოლო იარაღია. ისინი ხუმრობენ, რათა დამალონ ცრემლები. მრავალი სატირისა და კომედიის ჟანრის სახელგანთქმული მსახიობია დაბადებული ამ ნიშნის ქვეშ.

თევზებს მომხიბვლელი ქცევები და სხვების მიმართ კეთილგანწყობა აქვთ, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ადამიანებზე.

როგორც წესი, არიან მგრძნობიარე, შთაბეჭდილებიანი, გულთბილი და სხვებზე დამოკიდებულნი. აქვთ ძალიან ძლიერი წარმოსახვა.

უმეტესად ოცნებების სამყაროში ცხოვრობენ. ქრონიკული მეოცნებეები არიან.

რეალობა იმდენად აშინებთ და არ შესწევთ უნარი თვალი გაუსწორონ მას, რომ იქმნიან ილუზორულ სამყაროს და თავდავიწყებას ეძლევიან, რითიც ცხოვრებისეულ, რეალურ პრობლემებს იგროვებენ. აქედან მომდინარეობს საშიშროება, რომ რეალური ცხოვრება ჩაანაცვლონ _ თამბაქოთი, სასმელით, ნარკოტიკებით, მძაფრი გრძნობებითა და შეგრძნებებით. ასევე, შესაძლოა ცხოვრებისეული პრობლემებისგან დასამალად თავი შეაფარონ წიგნებს, რელიგიას და ოკულტურ სწავლებებს.

ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი სიყვარულის მწვავე მოთხოვნილების გამო, შესაძლოა გარყვნილებას მიეცეს, მაგრამ თუ ეს ყველაფერი პრობლემების დაძლევაში არ დაეხმარა, შესაძლებელია ოკულტურ პრაქტიკებამდეც კი მივიდნენ.

მათთვის სიყვარული _ ბედია. ამ სფეროში დახელოვნებულნი არიან და მუდმივი სურვილი აქვთ, უყვარდეთ.

მათ უანგარო სიყვარულის უნარი შესწევთ. არიან თავგანწირულნი, ძალიან მიმდობნი, თბილი და მგრძნობიარე. ვერ ამჩნევენ საყვარელი ადამიანის ნაკლს. სიყვარულითვის ყველაფერზე წავლენ, მაგრამ შემდგომში, ვეღარ პატიობენ პარტნიორს თავიანთ დამცირებას. ვერ იცავენ ზომიერებას. თუ პარტნიორი არ ჰყავთ თავიანთ სიყვარულს ბავშვებზე, მშობლებზე, ახლობლებზე ავლენენ, ან ძაღლი და კატა აჰყავთ.

თევზები დაბადებით მედიუმები არიან. იმდენად კარგი წინათგრძნობა აქვთ, რომ სასურველია მის რჩევებს ვენდოთ (თავის თავს ვერ შველიან თორემ, თქვენ გონიერ რჩევებს მოგცემენ).

ძალიან ფაქიზი ფსიქიკა აქვთ, ამიტომ ოკულტურ სფეროში აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, რათა ამან სამომავლოდ ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები არ გამოიწვიოს, ან არ გახდნენ სხვების მხრიდან მანიპულირების მსხვერპლნი, რაც ხშირად ემართებათ.

თევზებს არ უყვართ კითხვებზე კონკრეტული `კი` ან `არას ` თქმა, ურჩევნიათ თქვან _ `შეიძლება~.

საერთოდ, ვინმესთვის `არა~-ს თქმა, მათთვის დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული. თითქმის ვერასდროს ამბობენ მას დროულად, რის გამოც ბევრი ადამიანი სარგებლობს მათი სისუსტეებით. მათთვის აუცილებელია `არას~ სწავლა! ცხოვრებაში უფრო მტკიცე და გაბედული პოზიციის დაკავება.

მიუხედავად იმისა, რომ თევზები მორიდებული და მორცხვები არიან, თუ ყელში ამოუვიდათ, გაბრაზებაც შეუძლიათ.

მკაცრი რეჟიმები და დისციპლინა მათთვის მიზანშეუწონელია, ყოველთვის უნდა ჰქონდეთ თავისუფლება.

დეპრესიულ პერიოდებში თევზების ჯანმრთელობა არასტაბილურობით ხასიათდება. ცუდი კვება მათი ღვიძლის მდგომარეობასა და საჭმლის მომნელებელი ორგანოებზე აისახება. ზოგჯერ მათ ფეხებისა და ხელების დაავადებები უვითარდებათ. ასევე ხშირია გაციება, გრიპი, ფილტვების ანთება, თუმცა თევზებს ძლიერი შინაგანი მდგრადობა აქვთ დაავადებების მიმართ.

თევზებმა თავი უნდა შეიკავონ სხვადასხვა ტიპის დამამშვიდებლებისა და მატონიზირებელი საშუალებების მიღებისგან, რადგან ამას უფრო ზიანის მოტანა შეუძლია მათთვის, ვიდრე სარგებლის. მათ სხვა მეთოდებით უნდა შეძლონ თავიანთი ფაქიზი ფსიქიკის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.

თევზებს სურვილი აქვთ ჰყავდეთ ძლიერი მფარველი და სწორედ ამიტომ ხდებიან საოცრად რელიგიურები. ვის შეეძლება ღმერთზე უკეთ მათი დაცვა?

ასევე, მათ შვებას ჰგვრის ნიღბის ტარება, რათა ვერავინ დაინახოს მათი რეალური სულიერი მდგომარეობა, ფაქიზი, შთაბეჭდილებიანი ბუნება. მაგრამ, აქაც არის საშიშროება, შესაძლებელია ეს ნიღაბი ისე შეეზარდოს მათ სახეს, რომ მათი მეორე `მე~ გახდეს.

საერთოდ, ამ ნიშნის ადამიანებს კულისებს მიღმა ქმედებები, სექტები, საიდუმლო საქმიანობა და საიდუმლო ორგანიზაციები აინტერესებთ.

მათთვის დახმარება _ ერთ-ერთი უმთავრესი ინსტიქტია. თევზებს სხვების გაგების, თანაგრძნობის უდიდესი უნარი აქვთ.

ტიპიური თევზები არასდროს ზრუნავენ საკუთარ თავზე. ენერგიის უდიდეს ნაწილს ნათესავების, მეგობრების დასახმარებლად ხარჯავენ და მალე თვითონვე იწყებენ მათი პრობლემებით ცხოვრებას.

მიდრეკილება აქვთ თავიანთი თავი ბრმად მიუძღვნან განურჩევლად ყველას. უფლებას აძლევენ სხვებს ბოროტად გამოიყენონ მათი სიკეთე და კეთილგანწყობა, სამომავლოდ კი ტვირთად დააწვნენ მხრებზე, მათი სათრევი და მისახედნი გახდნენ.

ასევე, მათი ნაკლია ის, რომ ზარმაცები (ინერტულები) არიან და უყურადღებოდ ექცევიან საკუთარ თავს და ყველაფერს, რაც მათ გარშემო ხდება. ურჩევნიათ დატკბნენ საკუთარი თავის მიმართ სიბრალულით, ვიდრე ენერგიულად შეუტიონ პრობლემას და სიტუაცია სათავისოდ მოატრიალონ.

უნარი აქვთ ირგვლივმყოფებისგან იზოლირებაში მოექცნენ და სრულიად ქაოტურ უწესრიგობაში იცხოვრონ, თუმცა ეს მათ ახლობლებს უფრო აწუხებთ, ვიდრე თავად მათ.

თევზებს არ აწყუხებთ ამბიციები, თითქმის არასდროს ისწრაფვიან ძალაუფლებისკენ და სხვა ადამიანების ხელმძღვანელობისკენ, ისევე, როგორც არ ისწრაფვიან არც სიმდიდრისკენ, ეს ყველაფერი მათ არ აინტერესებთ. უბრალოდ თევზები კარგად გრძნობენ ფულის დროებით ხასიათს. მათ არ უნდათ იყვნენ მილიონერები, მათ სურთ იცხოვრონ, როგორც მილიონერებმა. ეს მათი ფილოსოფიაა.

თევზებს უდარდელი დამოკიდებულება აქვთ ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. მათ უმეტესობას არ შეუძლია ბრძოლა ან დინების წინააღმდეგ ცურვა, რომელშიც იმყოფებიან. მათთვის უფრო მისაღები და დამახასიათებელია დინების მიმართულებით ცურვა, ვინაიდან ამას ნაკლები ძალისხმევა სჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა, სად მიიყვანს დინება. სწორედ აქ ხვდებიან საკუთარი ხელით დაგებულ ხაფანგში, ყოველივე ამის ფასი _ დაკარგული ცხოვრებაა.

მათ არანაირი შეზღუდვა არ ადარდებთ ცხოვრებაში, თუ ეს ხელს არ უშლის მათ დინების მიმართულებით ცურვაში. მათ არც სხვა ადამიანების აზრი აწუხებთ. ეს საერთოდ ყველაზე გულგრილი ნიშანია მრავალ მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში. ძალიან ცოტა რამეს შეუძლია აიძულოს თევზები იმოქმედონ.

რასაკვირველია, არ შეიძლება ითქვას, რომ თევზებს საერთოდ არ აქვთ ხასითი. თუ ვინმე ძალიან შეეცდება, მათ შეუძლიათ იყვნენ სარკასტულიც და ენამწარეც, მაგრამ ტიპიური თევზები ყველაზე ნაკლები წინააღმდეგობის გზით სიარულს ირჩევენ.

თევზებს უყვარს წყალი და საერთოდ, სითხე. თუმცა არც ალკოჰოლურ სასმელებზე იძახიან უარს და გადამეტებული ოდენობით მოიხმარენ მას (ზოგჯერ ნარკოტიკებსაც), რაშიც შვებას პოულობენ, დაცულობის ილუზიას იქმნიან და დროებით თავდავიწყებას ეცემიან. თუ ისინი დროულად ვერ შეძლებენ ამ მავნე ჩვევების გაკონტროლებას, შესაძლოა ამან ძალიან ცუდად იმოქმედოს არამარტო მათ ჯანმრთელობაზე, მთლიანად ცხოვრებაზეც, ბედზე, ვინაიდან ძალიან გაუჭირდებათ ამ ილუზორულ `კეთილდღეობასთან~ განშორება.

საერთოდ, თევზებში ყველაფერი ილუზორულია. ისინი თავიდანვე იბადებიან სურვილით, ყველაფერს ვარდისფერი სათვალეებით უყურონ. მათ კარგად იციან, რომ ცხოვრებას არასასიამოვნო მხარეებიც აქვს და ამიტომ თავის ფაქიზ წყლის სამყაროში ცხოვრება ურჩევნიათ (მერე რა, რომ ხშირად ის ილუზორულია? ან ალკოჰოლის დამსახურებით შექმნილი?)

მართლაც, საშინელებაა, თვალი ადევნო, როგორ ეფლობიან ეს ადამიანები თავიანთ ვარდისფერ ოცნებებში, რომლებსაც განხორციელება საერთოდ არ უწერიათ.

როდესაც ცხოვრება მათ ურტყამს, იმის ნაცვლად რომ რადიკალური ზომები მიიღონ და ქმედება დაიწყონ, საკუთარ ილუზიებში პოულობენ თავშესაფარს. იმის ნაცვლად, რომ რეალურად უყურონ სიტუაციას, იწყებენ ცრუ იმედებით თავის დამშვიდებას, იმ დროს, როდესაც რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ და ახალ გზას დადგომოდნენ, რაც რეალურ წარმატებამდე მიიყვანდა მათ და არა ილუზორულამდე.

ეს არჩევანი ამ ნიშანს ყოველთვის აქვს, ვინაიდან ძალიან ნიჭიერია, ბევრის მიღწევა შეუძლია, მაგრამ მათი უმრავლესობისთვის სირთულეს წარმოადგენს ის, რომ არ შეუძლია წინ ყურება.

ისევე როგორც ბუნებაში, თევზებს თვალები გვერდებზე აქვთ განლაგებული. ამიტომ ქვევით ცურვა და უკან დახევა ურჩევნიათ.

სინამდვილეში თევზები ბევრად ჭკვიანი და ბრძენი ადამიანები არიან, ვიდრე ეს მათ ჰგონიათ, მაგრამ მათი მმართველი პლანეტა ნეპტუნი ამ საიდუმლოს მათ უმალავს. უმალავს, სანამ თვითონ თევზები არ გაარკვევენ ამას.

სამყაროს მხრიდან თევზების მიმართ კატეგორიული მოთხოვნაა: გამოფხიზლდნენ, გამოვიდნენ ილუზორული სამყაროდან, რეალურ ცხოვრებაში იცხოვრონ და ისწავლონ პრობლემების გადალახვა! გახდნენ უფრო გამბედავი, მამაცი და დაანებონ თავი ყველაფერზე ეჭვის თვალით ყურებას!

ამ პირობის შესრულების შემთხვევაში მათი ცხოვრება ბევრად წრმატებით და ნათელ ფერებში წარიმართება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითონვე იქნებიან საკუთარი თავის მტრები და ცხოვრება ჯოჯოხეთად გადაექცევათ, რაშიც დამნაშავე სხვა, ან ცხოვრება კი არა, თვითონ ისინი იქნებიან!

2
9844
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
9844
  
2014, 19 ივნისი, 4:13
ზუსტად ))))
2012, 12 აპრილი, 12:12
"I believe!"
0 1 2