ასტროლოგია მითხარი რომელ დღეს დაიბადე და გეტყვი ვინ ხარ შენ .. 2012, 10 ნოემბერი, 13:50 ![]() როგორც ასტროლოგები, ფსიქოლოგები და სხვა სპეციალისტები მიიჩნევენ, პიროვნების ხასიათსა და ბუნებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ის, თუ კვირის რომელ დღეს მოევლინა ქვეყანას. ორშაბათი ![]() სამშაბათი ![]() ეს ადამიანი მარსის მფარველობის ქვეშაა. შრომისმოყვარეა, ძლიერი ბუნების, ყოველთვის ცდილობს ისეთი სამუშაო შეარჩიოს, რომელიც დიდ ენერგიას მოითხოვს ( სადმე ხომ უნდა წავიღო ამხელა ენეგრგია აბა?! ) სამშაბათს დაბადებულებისათვის წინსაწარ რამის დაგეგმა წარმოუდგენელია. ოთხშაბათი ![]() ![]() კვირის ყველაზე მხიარული დღე გახლავთ, რომლის მფარველიც მერკურია. ამ დღეს დაბადებული ადამიანი ცოტა ქარაფშუტაა, არასერიოზულია, გამოირჩევა მწარე ენით და ვაჭრობის ნიჭით. ერთობ კომუნიკაბელურია. ხუთშაბათი ![]() მისი მფარველი იუპიტერია. ამ დღეს დაბადებული ახერხებს, წარმატებული იყოს პირად ცხოვრებაშიც და კარიერაშიც. ადვილად ახერხებს სირთულეების გადალახვას, იოლად იტანს გულისტკენას და იმედგაცრუებას. ( ყოჩაღ "ხუთშაბათებო" !) უყვარს მოგზაურობა. პარასკევი ![]() ამ დღის პლანეტა ვენერაა, რომელიც სიყვარულის და ხელოვნების მფარველია. პარასკევს დაბადებულისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანი შინაგანი სამყაროს, სილამაზეს. ჟღერადი ხმისა და არტისტიზმის წყალობით მას ხელოვნებისა და ესთეთიკური მეცნიერების სფეროში იხილავთ. შაბათი ![]() მფარველობს სატურნი. შაბათს დაბადებული მიდრეკილია ფილოსოფური მეცნიერებისკენ და ამ სფეროში საკმაო წარმატებასაც აღწევს. კვირა ![]() ამ დღის მფარველი მზეა. მზის ადამიანს ცხოვრების უამრავ სფეროში შეუძლია წარმატების მიღწევა, რადგან მრავალმხრივი ნიჭითაა დაჯილდოებული. აქვს ლაღი, კარგი ბუნება რაც გარშემომყოფებს მასთან ურთიერთობის სურვილს უღვიძებს. 404 4-ს მოსწონს
|