x
image
ბუბუ007
სიყვარულის ძალით შექმნილი საოცრება-ტაჯ-მაჰალი
ტაჯ-მაჰალი-მდინარე იამუნას დაბლობში აღმართული ტაჯ-მაჰალი ერთერთი ყველაზე მშვენიერი არქიტექტურული ქმნილება ინდოეთში.

ეს ძეგლი დიდი მოგოლების მუსლიმი სულთნის შაჰ ჯაჰანის სიყვარულზე მოგვითხრობს თავისი მეუღლის-ზღაპრული სილამაზის

image

მუმთაზ მაჰალისადმი.შაჰ ჯაჰანი ჯერ კიდე პრინცი იყო, როცა XVII


საუკუნეში 19 წლის გოგონაზე დაქორწინდა.ახალგაზრდა წყვილს უსაზღვროდ უყვარდა ერთმანეთი.შაჰ ჯაჰანი იმდენად იყო შეყვარებული თავის ახალგაზრდა მეუღლეზე სხვა ქალებს ყურადღებას არც კი აქცევდა.საყვარელმა ცოლმა მას 8 ვაჟი და 6 ქალიშვილი აჩუქა.მე-14 შვილის გაჩენისას მზეთუნახავი მუმთაზი გარდაიცვალა... მარტო დარჩენილ შაჰს იმდენად უყვარდა თავისი მეუღლე რომ თავის მოკვლაზეც კი ფიქრობდა.ცოლის სასიკვდილო სარეცელთან შაჰი ერთბაშად გაჭაღარავდა.გამოცხადდა ორწლიანი გლოვა, აიკრძალა ზეიმები, ცეკვა და მუსიკა.მოგვიანებით აგარასი, რომელიც იმ დროს imageმოგოლების იმპერიის დედაქალაქი იყო, მუმთაზის საფლავზე აღიმართა მავზოლეუმი, რომელიც შაჰის ჩანაფიქრის მიხედვით მისი გარდაცვლილი მეუღლის სილამაზის სიმბოლო უნდა გამხდარიყო....

ამ გრანდიოზული მავზოლეუმის მშენებლობა 20 წელზ


ე მეტ ხანს გრძელდებოდა, მშენებლობაზე 20 ათასსზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა არქიტ

ექტორებისა და ღურორთმოძღვრების ჩათვლით.სიმაღლე 74 მეტრს აღწევს.
მდინარე იამუნას მეორე ნაპირზე შაჰ ჯაჰანს კიდევ ერთი მავზოლეუმის აგება სურდა თავისთვის. მისი ჩანაფიქრით, ახალი მავზოლეუმი ტაჯ მაჰალის ფორმებს გაიმეორებდა და ერთმანეთს ეს ორი ქმნილება ხიდით დაუკავშირდებოდა. მაგრამ შაჰ ჯაჰანის ამ გრანდიოზულ ჩანაფიქრს ასრულება არ ეწერა. როგორც ეს ისტორიაში ხდება, უეცრად დიდმა შაჰ ჯაჰანმა, ინდოეთის მმართველმა ძალაუფლება დაკარგა, მას მძიმე ბორკილები დაადეს და ციხეში ჩასვეს. მძიმედ დაავადებული, გაჭაღარავებული და

image

დატანჯული...
ოდესღაც მას მთელი ქვეყანა ეპყრა ხელთ, და აღარაფერი შერჩა... აღარაფერი ერთადერთი სიხარულის გარდა – ციხის ვიწრო სარკმელი. ციხიდან არ ჩანდა არც მისი სამშობლოს უკიდეგანო სივრცეები, არც მანგოს ხეების მუქი კენწეროები და არც გამათბობელი მზის ცისკარი... ვიწრო სარკმელში ჩანდა მხოლოდ ის – სიზმარივით ლამაზი, ზეცაში გამოკიდული თეთრი გედივით ბრწყინვალე... მისი გარდაცვლილი სიყვარულის მავზოლეუმი...

ტაჯ-მაჰალის მშენებლობის დამთავრების შემდეგ, ყველა მუშას მარჯვენა ხელი მოკვეთეს, მთავარი არქიტექტორი კი სიკვდილით დასაჯეს, რათა არასოდეს არავის ამის შემდეგ აღარ შეძლებოდა უფრო დიდი და ლამაზი ტაძრის აშენება..

1
61
5-ს მოსწონს
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
61
  
2012, 10 ნოემბერი, 13:07
ძალიან მიყვარს ეს ქმნილება... ხშირად ჩემს ნაწერებშიც მომყავსხოლმე...
0 1 1